x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334504
  • სურათი:441825
საუკეთესო ანეკდოტები ექიმზე და პაციენტზე

image


****

პაციენტი ურეკავს ექიმს:

-ექიმო ოყნა ვიყიდე და როგორ უნდა ვიხმარო?

-ტრ*** გაიკეთე!

-უი ექიმო, ეტყობა ცუდ ხასიათზე ხართ, სხვა დროს დაგირეკავთ.


****


– ექიმო, როგორ ჯობია ვიწვე – თავი ჩრდილოეთით თუ სამხრეთით?

– მთავარია ფეხებით წინ არ იწვე!


****

- ექიმო, აღარ მახველებს და სიცხეც არ მაქვს, რა ვქნა?

- ცივი წყლით დაიბანე თავი და მერე ორპირ ქარში დადექი...


****

პაციენტი ექიმთან:

-ექიმო შარდვა მიჭირს, ძალიან ნელ-ნელა ვშარდავ!

-აი გამოგიწერეთ წამლები, მიიღებთ ამას ყველაფერს და ერთ კვირაში მოხვალთ!

-უკაცრავად ექიმო რა ღირს მაინც დაახლოებით ეს წამლები?

-ასე 200 ლარამდე.

-იცით ექიმო ეგ რეცეპტი თქვენ დაიტოვეთ და მე ისევ ნელ-ნელა მოვშარდავ არ მეჩქარება!


****

პაციენტი ანალიზების პასუხს ელოდება, გამოდის ექიმი, ხელში ანალიზის ფურცელი უჭირავს.

-ექიმო რა მჭირს?-ეკითხება პაციენტი.

ექიმმა თავზე ხელი მიიდო:

-უუფ კაცო, ვერძი?არა! კურო? არა!სასწორი? მორიელი? არა! კიბო, კიბო!


****

მიხო ექიმთან მივიდა. ექიმმა გასინჯა და წამლები გამოუწერა – ესენი დალიეო.

– ექიმო, ღვინის დალევა შეიძლება ჩემთვის?

– წადი ერთი შენი დედაც... სარიც გითხრია...

– რას მერჩი ექიმო, რატომ მაგინებთ?

– შენ არაფერს გერჩი მაგრამ მისმინე!დალევა შენთვის მართლა არ შეიძლება, მაგრამ მე რომ აგიკრძალო, გამოგივლიან ძმაკაცები, – წამო დავლიოთო, შენც გაჰყვები, ცოლი მოგაძახებს – სად მიდიხარ კაცო ექიმმა ხომ აგიკრძალაო! შენ ეტყვი – ერთი იმ ექიმის დედაცო! ჰოდა ერთი შენი დედაც... და სარიც გითხრია, გაიგე?!



****

ექიმი:

-წნევა გაქვთ მაღალი, თქვენთვის მძიმე ფიზიკური შრომა კატეგორიულად აკრძალულია.

-ექიმო რა ვქნა, არ შემიძლია, დღეში რამდენჯერმე მიწევს სიმძიმეების ატანა მეხუთე სართულზე.

-უნდა შეზღუდოთ და დაიყვანოთ მხოლოდ ერთხელ!

-ექიმო ამდენ ლუდს ვერ ავიტან ერთბაშად მე-5 სართულზე.


****

ქალი პაციენტი ექიმს:

-საერთოდ არ დაგაინტერესეთ როგორც ქალი?

-არა, მე სტომატოლოგი ვარ, გინეკოლოგი გვერდით კაბინეტშია.


****

ექიმი პაციენტს:

-მოემზადეთ ახლა ძალიან მტკივნეული იქნება! მზად ხართ? თქვენ 2500 ლარი გაქვთ გადასახდელი!


****

პაციენტი ექიმის კაბინეტიდან გამოდის:

– აბა ნახვამდის! ბებიას და პაპას მოკითხვა გადაეცით!-მიაძახა ექიმმა

– რომელ პაპა-ბებიას, ექიმო? რა ხანია ისინი გარდაიცვალნენ!

– მეც მაგას ვამბობ, მალე შეხვდებით და მომიკითხეთ!


****

ციხის სავადმყოფოში პაციენტი:

-ექიმო თქვენ უკვე ამომაჭერით გლანდები, ბრმა ნაწლავი, ნაღველი და ცალი თირკმელი, არა და თქვენ ხომ შემპირდით ციხიდან დაგიხსნითო!

-ერთბაშად ვერა, ნაწილ-ნაწილ გაპარებ რა გინდა!


****

ქმარი სამშობიაროში ცოლს შეეგება.მედდა ეკითხება:

-რას დაარქმევთ ბავშვს?

ქმრის მაგივრად ცოლი პასუხობს:

-ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, ვერც სახელი და ვერც მამის სახელი.


****

პაციენტი ექიმს ეკითხება:

-ექიმო რა უნდა ვქნა, რომ ვენერიული დაავადება ავიცილო?

-ჩაი უნდა დალიოთ!

-სექსამდე თუ სექსის შემდეგ?

-სექსის მაგივრად!


****


ორი მეგობარი ერთმანეთს შეხვდა.

– ცუდადაა მაქვს საქმე!

– რატომ?

– გუშინ ექიმთან ვიყავი, გამსინჯა. წნევა მაქვს 110-70-ზე, პულსი – 60.

– მერე რა? ძალიან კარგი, იდეალურია!

– რა არის კარგი, ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი ექიმი მიზომავდა, მე კიდევ – არც პულსი, არც წნევა...


****

კაცი სტომატოლოგთან შედის:

-ექიმო, უცებ რა! გამაყუჩებელის, ანესთეზიის და ყოველგვარი პროცედურის გარეშე, ეგრევე ამომიღე კბილი!

-ყოჩაღ რა ყველა რომ შენნაირი პაციენტი მყავდეს! კარგით დავიწყოთ.

კაცმა ამასობაში კორიდორში გაიხედა და ცოლს გასძახა:

-შემოიყვანე დედაშენი!


****

ავადმყოფი საოპერაციოდ მოამზადეს, ქირურგმა სკალპელი მოიმარჯვა. -არ გაჭრა ექიმო, არ გაჭრა!-შემორბის ასისტენტი.

-რატომ?–კითხულობს ექიმი.

-სერიოზული უკუჩვენება აღმოაჩნდა!

-რა უკუჩვენება?

-თურმე მთელი ღამე აბოდებდა, გახვრეტილი კაპიკიც კი არ მაქვსო!


****

ექიმო, დიდი ხანი მინდა, ვიცოცხლო და როგორ მოვიქცე?

– ცოლი მოიყვანე!

– მერე, ეგ მიშველის?

– არა, მაგრამ დიდხანს სიცოცხლის სურვილი გაგიქრება.



imageიხილეთ ასევე

image



0
233
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0