x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334504
  • სურათი:441825
გენიოსი ფიზიკოსის უკანასკნელი გაფრთხილებები კაცობრიობას

ყველასთვის ცნობილი ფიზიკოსი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი IQ-ს მფლობელი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

“თუ ადამიანებს გადარჩენა სურთ, უახლოესი 200 წლის განმავლობაში დედამიწა უნდა დატოვონ.’’ ეს ჰოკინგის მიერ გარდაცვალებამდე თვეებით ადრე გაჟღერებული მკაცრი გაფრთხილება იყო. ლეგენდარულ ფიზიკოსს სწამდა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება ასტეროიდის დაცემამ, ხელოვნურმა ინტელექტმა ან უცხოპლანეტელების მიერ დაპყრობამ შეიწიროს. ის ასევე მიანიშნებდა გადაჭარბებული მოსახლეობის, ადამიანთა აგრესიის და კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ, რომლებსაც კაცობრიობის თვითგანადგურებამდე მიყვანა შეუძლია. მისი რწმენით, ადამიანების გადარჩენის ერთადერთი შანსი კოსმოსში ახალი ცხოვრების დაწყება იქნებოდა.


კლიმატის ცვლილება

image
ჰოკინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში გლობალურ დათბობას უკავშირდებოდა. “ ჩვენი ფიზიკური რესურსები შემაშფოთებელი სისწრაფით მცირდება. ჩვენს პლანეტას გლობალური დათბობის სახით საშინელი საწამლავი გადავეცით. ზრდადი ტემპერატურა, პოლარული ყინულის შემცირება, ტყეების გაჩეხვა და ცხოველური სამყაროს განადგურება- ეს ყველაფერი დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგია.’’ ასე ჟღერდა მისი გაფრთხილება ივლისში. მისი თქმით, ერთხელაც დედამიწაზე ტემპერატურა პლანეტა ვენერას მსგავსად 460 ცელსიუსს მიაღწევს თუკი მავნე გამონაბოლქვებს არ შევამცირებთ.

“ თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც კლიმატის ცვლილებას უარყოფს, მოუწყვეთ მას მოგზაურობა ვენერაზე. ამის საფასურს მე გადავიხდი’’ ხუმრობდა ის. მას ასევე სწამდა, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ჩვენი პლანეტა საბოლოოდ გაწირა და რომ ეს ნაბიჯი ჩვენი “მშვენიერი პლანეტის’’ მომავალი თაბობებისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

“ჩვენ იმ ნიშნულს ვუახლოვდებით, როცა გლობალური დათბობა შეუქცევადი გახდება’’ განუცხადა მან BBC-ს გასულ წელს.


ასტეროიდის დაცემა

image

“თუკი გლობალურ დათბობას გადავურჩებით, ასტეროიდთან შეჯახება ნამდვილად გაგვანადგურებს. ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის. ამას ფიზიკის კანონები ამბობს. დედამიწაზე დარჩენა კაცობრიობის დაღუპვის რისკს ზრდის. კოსმოსში გადაბარგება კაცობრიობის მომავალს მთლიანად შეცვლის და საერთოდაც მომავლის არსებობის განმსაზღვრელი იქნება.''

ჰოკინგი პროექტ Starshot-ზე მუშაობდა, რომლის მიზანიც სინათლის აფრების მქონე პატარა “ნანოკრაფტების’’ ფლოტის 4 სინათლის წლის მანძილზე კოსმოსში გაგზავნაა. დანიშნულების ადგილს დედამიწასთან ყველაზე ახლო ვარსკვლავური სისტემა Alpha Centauri წარმოადგენს.

“თუ ეს პროექტი წარმატებული იქნება, ზოგიერთი თქვენგანი სიცოცხლეშივე მოესწრება Alpha Centauri-კენ საცდელი ხომალდის გაშვებას.’’ ამბობდა ჰოკინგი.

ასტრონომების შეფასებით, არსებობს გარკვეული შანსი, რომ Alpha Centauri-ის სამვარსკვლავიან სისტემის .. საცხოვრებელ ზონაში’’ დედამიწის მაგვარი პლანეტა არსებობდეს.

“ ცხადია, რომ ახალი კოსმოსური ეპოქისკენ მივაბიჯებთ. ახლა ამ ახალი ეპოქის ზღუბლზე ვიმყოფებით.’’

“ სხვა პლანეტების არსებობა და ადამიანების მიერ მათი კოლონიზაცია უკვე მეცნიერული ფაქტია და სამეცნიერო ფანტასტიკა.’’

მას სჯეროდა, რომ გრძელვადიან პერიოდში ადამიანებს რამდენიმე ალტერნატივა უნდა ჰქონოდათ და მხოლოდ ერთ პლანეტაზე არ უნდა დაემყარებინათ იმედები.

ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ჩანაცვლების საშიშროება

image

ჰოკინგის მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტი მალე ისეთ დონეს მიაღწევს, რომ “ ის სიცოცხლის ისეთი ახალი ფორმა იქნება, რომელიც ადამიანს გადაასწრებს.’’

ის იმდენად შორს წავიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის მთლიანად ჩანაცვლება იწინასწარმეტყველა, თუმცა კონკრეტული დროითი მონაკვეთი არ დაუსახელებია.

“ თუკი ადამიანებს კომპიუტერული ვირუსების შექმნა შეუძლიათ, გამოჩნდება ვინმე, ვინც გაუმჯობესებულ და დუბლირების უნარის მქონე ხელოვნურ ინტელექტს შექმნის.’’

“ ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსის საშიშროება დგება და ამ ტექნოლოგიის გასაკონტროლებლად მართვის გარკვეული ფორმაა საჭირო .’’

ჰოკინგმა ადამიანებს მეცნიერებისკენ მეტი ინტერესისკენ მოუწოდა. მისი თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში “ სერიოზულ შედეგებს’’ უნდა ველოდოთ.


ადამიანური აგრესია


image
2015 წელს მეცნიერებათა მუზეუმში ჰოკინგს დუსვეს კითხვა, თუ რომელი ადამიანური ნაკლის შეცვლას ისურვებდა. მან უპასუხა, რომ აგრესია კაცობრიობის უდიდესი მარცხია, მას “ ყველაფრის განადგურება შეუძლია’’ და სწორედ ამის გამოსწორებას ისურვებდა.

“ ამან შესაძლოა გამოქვაბულებში ცხოვრების დროს გადარჩენას, მეტი საჭმლის და ტერიტორიის ქონას და გამრავლებისთვის საჭირო პარტნიორის ყოლას შეუწყო ხელი, თუმცა დღეს მას ყველაფრის განადგურება შეუძლია’’ ციტირებს მეცნიერის სიტყვებს Independent-ი.

ჰოკინგი შიშობდა, რომ ევოლუციამ აგრესია ადამიანთა გენებში “ ჩააშენა’’ და კონფლიქტების შემცირების არცერთი ნიშანი არ ჩანდა.სამხედრო ტექნოლოგიის და მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებამ ეს ინსტიქტი კიდევ უფრო სახიფათო გახადა. მისი აზრით, საუკეთესო ადამიანური ინსტიქტი თანაგრძნობა იყო და მას დედამიწის მოსიყვარულე ადგილად გადაქცევა შეეძლო.

უცხოპლანეტელები

image

ჰოკინგის რწმენით თუ ოდესმე უცხოპლანეტელებს გადავეყრებით, ისინი გაგვანადგურებენ.

“რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მარტო არ ვართ’’ ამბობს ის ვიდეოში სახელად “ სტივენ ჰოკინგის საყვარელი ადგილები’’. Gliese 832c პლანეტაა კოსმოსში, რომელიც უცხოპლანეტელების სავარაუდო სამყოფლად მიიჩნევა. ჰოკინგის თქმით “ ერთ დღეს შეიძლება Gliese 832c-ის მსგავსი პლანეტისგან სიგნალი მივიღოთ და ჩვენ პასუხის დაბრუნება უნდა შეგვეძლოს. უფრო განვითარებულ ცივილიზაციასთან შეხვედრა შეიძლება ქრისტეფორე კოლუმბის და ადგილობრივი ამერიკელების შეტაკებას ჰგავდეს, რაც არც ისე კარგად დამთავრდა ‘’

ჰოკინგი ხელმძღვანელობდა “ ინოვაციური მოსმენის პროექტს’’ იმის გასაგებად, მართლა არსებობდა თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. მისი რწმენით უცხოპლანეტელები ჩვენზე გაცილებით ძლიერები იქნებიან და მათთვის ადამიანის ღირებულება იმდენივე იქნება, რამდენიც ჩვენთვის ბაქტერიის.


ჭარბი მოსახლეობა

image

ჰოკინგი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობა “მყიფე’’ დედამიწაზე 1000 წელსაც ვერ გაძლებს.

კემბრიჯში ჩატარებული შეხვედრისას მან ადამიანის მიერ სამყაროს წარმოშობის გაგების მთელი ევოლუციური პროცესი განიხილა :მითებით დაწყებული უახლესი M თეორიით დამთავრებული.მისი რწმენით, კოსმოსის შესწავლა ადამიანების მომავლისთვის უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ისინი დედამიწაზე დიდხანს ვერ გაატანენ. ამაზე ან ბირთვული ომი ან ინჟინერიული ვირუსი ან სხვა უბედურება იზრუნებს.

“ ეცადეთ გაიაზროთ რას ხედავთ და ზოგადად როგორ არსებობს ეს სამყარო.იყავით ცნობისმოყვარე და როგორიც არ უნდა ჩანდეს ცხოვრება, ყოველთვის იქნება რაღაც, რისი გაკეთებაც წარმატებით შეიძლება. უბრალოდ, არ უნდა დანებდეთ.''


წყარო :Daily Mail

0
5985
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
5985
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0