x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80872
  • ვიდეო:333171
  • სურათი:438284
სტივენ ჰოკინგის გამონათქვამები

image

გთავაზობთ, გენიალური ბრიტანელი ფიზიკოსის, 160 IQ-ის მქონე სტივენ ჰოკინგის გამონათქვამებს:

*ინტელექტი - ეს არის ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.


*ცოდნის ყველაზე დიდი მტერი არ არის უმეცრება, არამედ ცოდნის ილუზია.


*შევამჩნიე, რომ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარაა განზრახული და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, გზას უყურებენ სანამ გადაკვეთენ.


* ჩვენ ვართ მაღალგანვითარებული მაიმუნების მოდგმა მეორეხარისხოვან პლანეტაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამყაროს გაგება. ეს გვაქცევს განსაკუთრებულად.


*ჩემი მიზანი მარტივია, ეს სამყაროს სრულყოფილი გაგებაა, რატომ არის ის, როგორც არის და რატომ არსებობს ყველაფერი.


*ის ადამიანები, ვინც თავისი IQ-თი ტრაბახობენ ლუზერები არიან.


*ადამიანებს არ დაგითმობენ საკუთარ დროს, თუ ყოველთვის გაბრაზებული ხარ და წუწუნებ.


*არასრულყოფილება რომ არა, მე და შენ არ ვიარსებებდით.


*არ მეშინია სიკვდილის, თუმცა არც ვჩქარობ, რომ მოვკვდე. ბევრი რამ მაქვს, რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთო. (2011 წელი)


* ჩემი პოპულარობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მცნობენ. არც მუქი სათვალე მშველის და არც პარიკი. ჩემი ეტლი ყოველთვის მამხილებს.


*შეიძლება ცხოვრება რთულად მოგეჩვენოს, თუმცა ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რასაც გააკეთებ და წარმატებას მიაღწევ.


*არავინ წამოიწყებს ფიზიკის კვლევას რაიმე ჯილდოს მიღების სანაცვლოდ.ეს არის სიამოვნება, რომელიც თან სდევს იმის აღმოჩენას, რაც არასდროს არავინ იცოდა.


* თუ რომელიმე სუპერგმირად ყოფნის შესაძლებლობა მექნებოდა სუპერმენი ვიქნებოდი, რადგან მას ყველაფერი შეუძლია რისი უნარიც მე არ შემწევს.


*არ არსებობს რეალობის უნიკალური სურათი.


*როცა ადამიანის მოლოდინები ნულამდეა დაყვანილი, ის დააფასებს ყველაფერს, რაც მას გააჩნია.


*არ მოველოდი, რომ ჩემი წიგნი "დროის მოკლე ისტორია "( The Brief History Of Time) ბესტსელერი გახდებოდა.


* მე სიამოვნებით ვუსმენ შემდეგ მუსიკალურ ჟანრებს: კლასიკას, პოპს და ოპერას.


*ჩვენ შთაგვაგონებს ნამდვილი ადამიანის მიერ წარმოებული კვლევები.


image

გენიოსი ჰოკინგი გენიოს პერსონაჟთან - შელდონ კუპერთან ერთად .


1
238
4-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
238
  
14 მარტი, 17:14
მაგარი ათეისტი იყო და ახლა გამოცდის არსებობს თუ არა ღმერთი...
0 1 1