x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეტროს შეფერხება ასაკოვანი მამაკაცის გარდაცვალებამ გამოიწვია
image


დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისის მეტროპოლიტენში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ დიდუბესთან, აკრძალულ ზონაში, რკინიგზის ლიანდაგზე იმყოფებოდა.

.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.



"თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.


როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა.


გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.


უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0