x
image
კატო ემხვარი
პრემია "საბას" მონაწილეთა სია გამოქვეყნდა
image

პრემია "საბას" 2018 წლის მონაწილეთა სია ცნობილია. ამ ტიტულის მოპოვებას წელს 107 წიგნი შეეცდება სხვადასხვა ნომინაციებში, როგორებიცაა:


1. წლის საუკეთესო რომანი

2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული


3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული

4. წლის საუკეთესო პიესა

5. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7. წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი

11. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის


ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი და პენ-ცენტრი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.


მონაწილეთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0