x
image
კატო ემხვარი
შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია

image

საქართველოს პარლამენტში ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა.


შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდული. ამ სიახლეების წყალობით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ გაეცნონ პარლამენტის საჯარო ინფორმაციას, ჩაერთნონ საკანონმდებლო საქმიანობაში და შეკითხვები გააგზავნონ პარლამენტში.


ახალი ელექტრონული სერვისები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.





0
14
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0