x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ინგლისის ნაკრები შესაძლოა სლოვაკეთმა ჩაანაცვლოს

image
სლოვაკმა ფეხბურთელმა იან დიურიცამ განაცხადა, რომ სლოვაკეთის ნაკრები მზადაა ჩაანაცვლოს ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, იმ შემთხვევაში თუ ინგლისის ნაკრები ბოიკოტს გამოუცხადებს ჩემპიონატს, რომელიც ამა წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება რუსეთში.



-მზადაა თუ არა სლოვაკეთი ჩაანაცვლოს ინგლისი?დიახ, რატომაც არა?თუ ასეთი შანსი მიეცემათ მარტო ჩვენ კი არა, ვფიქრობ ნებისმიერი ნაკრები სიამოვნებით დათანხმდება.გახსოვთ დანიის ისტორია?როდესაც 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე იუგოსლავია ჩაანაცვლა და ტურნირიც მოიგო?-აღნიშნა დიურიცამ.


შეგახსენებთ, რომ ინგლისმა შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს მსოფლიო ჩემპიონატს იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი კრიპალიას და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაში მოსკოვის ხელი ურევია, აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პარლამენტი ბოლო წლებში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 14 ადამიანის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს, მათ შორის არის ბადრი პატარკაციშვილი.


მსგავს გარემოებებში დაღუპულთა უმრავლესობა, მათ შორის ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, ბორის ბერეზოვსკისთან ან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ალექსანდრე ლიტვინენკოსთან იყვნენ კავშირში.






0
155
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0