x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა გახდა ინგლისელი ფიზიკოსის გარდაცვალების მიზეზი და რა დაავადებას ატარებდა ის 22 წლის ასაკიდან?
image

სტივენ ჰოკინგი- ინგლისელი თეორეტიკოს ფიზიკოსი, ასტროფიზიკოსი, ავტორი და კემბრიჯის უნივერსიტეტის კოსმოლოგიური კვლევების ხელმძღვანელი 2018 წლის 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროს ის იმყოფებოდა კემბრიჯში, საკუთარ სახლში. სტივენი ცნობილია თავისი ნაშრომებით შავ ხვრელებზე და ფარდობითობის თეორიაზე. მას დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი მეცნიერებაზე, მათ შორის ყველაზე პოპულარული - "დროის მოკლე ისტორია " (A Brief History of Time).

22 წლის ასაკში ექიმებმა სტივენს დაუდგინეს დაავადების ძალიან იშვიათი ფორმა - მამოძრავებელი ნეირონების დაავადება. ექიმებმა სტივი უიმედოდ დატოვეს და მხოლოდ რამდენიმე წლის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ მას.

სწორედ ამ დაავადებამ მიაჯაჭვა ის ეტლს და ლაპარაკიც არ შეეძლო ხმის სინთეზატორის გარეშე. თუმცა ამას სტივისთვის ხელი არ შეუშლია, რომ გენიალური ფიზიკოსი ყოფილიყო და ცხოვრებაში უდიდესი კვალი დაეტოვებინა.


ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართული იყო დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი.

მეცნიერმა აგრეთვე პოპულარობა მოიპოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში გამოჩენით : დიდი აფეთქების თეორია (The Big Bang Theory), სიმფსონები(The Simpsons) და წითელი ჯუჯა ( Red Dwarf ).

image

სტივენ ჰოკინგზე გადაღებულია ფილმები - ჰოკინგი (Hawking), ბენედიქტ ქამბერბეჩის მონაწილეობით და ყველაფრის თეორია (The Theory of Everything), რომელშიც მთავარ როლს ედი რედმეინი ასრულებს.

imageimageimage

და ბოლოს, დღეს მსოფლიო Pi(3.14) დღეა და აგრეთვე ალბერტ აინშტაინის დაბადების დღე.

1
450
4-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
450
  
2018, 14 მარტი, 20:00
რა საინტერესო დამთხვევაა... მართლა დასანანია ასეთი მეცნიერის სიკვდილი
0 1 1