x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისის მერიას „სითი პარკისთვის“ საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს
image


„სითი პარკი“ გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ თბილისის მერიისგან საკომპენსაციო თანხას ითხოვს და გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში გაასაჩივრებს. თბილისის მერია კი „სითი პარკთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა საინტერესო დეტალები განმარტეს.



„10 აპრილიდან მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს. მოუწევს თუ არა მერიას სითი პარკისთვის პირგასამტეხლოს გადახდა? – არა, თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს.


იქნება თუ არა პარკირება უფასო? – არა, პარკირების საშვის შეძენა თბილისელებს ისევ მოუწევთ და ფასი არ გაიზრდება.



გაუქმდება თუ არა უკვე შეძენილი პარკირების საშვები? – არა, არ გაუქმდება. საშვები იმოქმედებს ვადის ამოწურვამდე.


დავჯარიმდებით თუ არა არასწორი პარკირების შემთხვევაში? – დიახ, დავჯარიმდებით, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სანქცია 10 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.


მოხდება თუ არა ავტომანქანების ევაკუირება არასწორი პარკირების შემთხვევაში? – დიახ, ევაკუირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანა აფერხებს მოძრაობას.


რა სარგებელი მექნება მე, კონკრეტულ მოქალაქეს ამ ცვლილებით? – ჩემს ჯიბეზე ეს ცვლილება არ აისახება, თუმცა მე, როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელი, ჩემს მიერ გადახდილ თანხას მივმართავ თბილისის ბიუჯეტში და ეს თანხა მოხმარდება მუნიციპალური ტრანსპორტისა და საპარკინგე სისტემის განვითარებას, “ - წერს თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი.


image

1
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
92
  
2018, 14 მარტი, 23:52
რა ამომწურავი პასუხებიააააააა????რატომ არ მოუწევს პირგასამტეხლოს გადახდა??? ცჰემი გადახდილი ჯარიმა სად წავა რა აზრი აქვს????? შოულობდა სი.თი.პარკი იშოვის ბიუჯეტი. პრემიერს მაინც დაანონსებული აქვს ავტო პარკის განახლება და წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში გაუხარჯავ თანხებს ხო არ დატოვებენ??????განაახლებენ ჯიპებს
0 1 1