x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„წამყვანი ინტერნეტ მიმწოდებლები ქართულ ბაზარზე შემოდიან, რაც ხარისხს აწევს, ფასებს დაწევს“

image

.

მსხვილმა საერთაშორისო კომპანია "იტალ ტელეკომმა" ქართული მსხვილი კომპანიისგან ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა.
.
ბექაურის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე შემოსვლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიების ათეულში შემავალ კომპანიებს სურთ, რაც კონკურენციას გაზრდის და ფასებს დაწევს.
.
„თანდათან ჩვენ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარს დავარეგულირებთ ისე, რომ კონკურენცია იყოს მაქსიმალური, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს თანდათან, სწრაფ ტემპებში, “ - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
.
დღესვე ბექაურმა კითხვაზე, ქართული კომპანიების მხრიდან ხომ არ ყოფილა ხელოვნური ხელშეშლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიებისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რომ ამას კომისია არ დაუშვებს.
.
"როგორც ვიცი, მოლაპარაკებებს ადგილობრივი სამივე მსხვილი კომპანია აწარმოებს და ერთ-ერთისგან ძალიან კარგი შეთავაზება აქვს "იტალ ტელეკომს". თუ რაიმე პრობლემა იქნება, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას იტყვის".- განაცხადა ბექაურმა.
2
241
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
241
  
2018, 15 მარტი, 8:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 13 მარტი, 22:38
მშვენიერი ინფორმაციაა. აი ასე რა... კონკურენცია ყოველთვის კარგად აისახება ფასებზე
0 1 2