x
image
ხატია გელბრეიტი
პოტერომანებო ! ,,გრინდელვანდის დანაშაულების'' ტრეილერი გამოჩნდა
image

ჰარი პოტერის ფანებს შეუძლიათ იზეიმონ : “ფანტასტიკური ურჩხულების’’ სიქველის “გრინდელვანდის დანაშაულები’’ ტრეილერი ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა.

ახალ ფილმში მოვლენები “ ფანტასტიკური ურჩხულები და სად ვიპოვოთ ისინი’’-ს დროიდან 5 წლის შემდეგ ხდება. ეს ნაწილი მეორეა ჯოან როულინგის ნაწარმოების მიხედვით დაფუძნებულ ხუთნაწილიან საგაში. ედი რედმეინის პერსონაჟი ყველასთვის ცნობილ ალბუს დამბლდორს დაუკავშირდება. ამ უკანასკნელის ახალგაზრდა ვერსიას ჯუდ ლოუ თამაშობს. მათი ამოცანა ბნელი ძალების ჯადოქარ გელერტ გრინდელვანდის(ჯონი დეპი) დამარცხება იქნება, რომლის მიზანს მაგლების დამონება წარმოადგენს.

ფილმი ეკრანზე 2018 წლის 18 ნოემბერს გამოჩნდება.


ასე რომ, პოტერომანები ველოდებით ნოემბერს მოუთმენლად !

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0