x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
‘’რომანტიკული და ძლიერი’’ - ინტერვიუ ბურჩინ თერზიოღლუსთან

ბურჩინ თერზიოღლუს ინტერვიუ ჩაწერილია მიმარ სინანის უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

ბურჩინი უამრავი მაყურებლის ფავორტია, ახლა ის სერიალ ფოირაზ ქარაელში თამაშობს. მან ყველა კითხვას გულწრფელი პასუხი გასცა.


შენ ყოველთვის თამაშობ როლებს რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორ ორიენტირდები მსახიობობაში?
თუკი შენ არ კარგვ იმ გაკვეთილებს, რომელსაც ცხოვრებისგან იღებ, თუ ცხოვრობ ქუჩის ცხოვრებით, თუ შენ გაატარებ დროს იმ ადამიანებთან რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ამ ყველაფერს შენთვის აგროვებ, მაშინ შენ შეძლებ ფერების შეტანას შენს როლში. თითოეულ ქალში არის 1000 სიცოცხლე. გვერდები ყოველდღიურად ივსება ქალების წიგნში, როდესაც შენ გსურს რაიმეს, გაგება ან სწვლა უბრალოდ შლი ამ წიგნის სასურველ გვერდს და კითხულობ. დაუშვათ შენ კითხულობ სცენარს და ახლოს მიდიხარ იმასთან რის სიახლოვესთანაც არის შენი პერსონაჟი, ქალებს ასეთი უნარი აქვთ სულის კუთხეში, ამიტომ მე ვთამაშობ ნამდვილ ქალებს, ან იქნებ მხოლოდ იმიტომ შემიძლია ასეთი ქალების თამაში რომ მეც თავად ქალი ვარ.
image
რაშია სერიალ ფოირაზ ქარაელის წარმატების საიდუმლო?
ამ პროექტში არის დრამაც და კომედიაც, ისინი კარაგდ ავსებენ ერთმანეთს, ჩვენ ისტორიაში არის მაფიაც და არის ისეთი ისტორიებიც რომლებიც ძალიან სასაცილოა, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან ძლიერი სცენარისტი გვყავს ეთჰემ ოზიშიქი - ძალიან ძლიერი მწერალია, თითეული სერიის სცენარის წაკითხვის შემდეგ შენ დიდი პატივისცემით იმსჭვალები მისი ტალანტის მიმართ.
image
რას იტყვით ქალებზე ჩვენს ქვეყანაში? განსხვავდება თუ არა ჩვენი ქალების კულტურა სხვა ქვეყნის ქალების კულტურისგან?
კი ჩვენი ქალები განსხვავდებიან სხვა ქვეყნის ქალებისაგან. მრთალია ჩვენ ყველანი ერთ ქვეყანში ვცხოვრობთ, მაგრამ სხვადასხვა პირობებში დავიბადეთ, არიან ისეთი გოგონები, რომლებიც იძულებულნი არიან 15 წლის ასაკში გათხოვდნენ საკუთარ ბიძაშვილებზე, არიან ისეთი გოგონები რომელთაც 10 და-ძმა ჰყავთ და იძულებულნი არიან იშიმშილონ, რომ ისინი გამოკვებონ, არიან ისეთებიც რომლებსაც არ აძლევენ სწავლის უფლებას მხოლოდ იმიტომ რომ გოგონები არიან, არიან ისეთები რომლებსაც ნივთებივით ჰყიდიან, არიან ისეთი გოგონები რომლებიც ფიქრობენ რომ, დაიბადნენ მხოლოდ იმიტომ რომ, გააჩინონ, გარეცხონ და დაალაგონ, ისინი ასე ცოხვრობენ, იბადებიან და კვდებიან. ახლა იკითხავთ არ გეჩვენება რომ ეს ძალიან მკაცრად გამოვიდა?კარგი, შორიდან აღარ მოვუვლი, ხანდახან მე ვუსმენ ჩემ მეზობლებს, არიან ისინიც ვისაც მოუკლავს ცოლი, რომ მათ ღირსებაზე ცუდად არ ელაპარაკათ, გააუაპტიურეს და მოკლეს გოგო მხოლოდ იმის გამო რომ მოკლე კაბა ეცვა, კაცები რომლებიც ქალებს სცემან და თავიანთ ძალას იყენებენ სუსტ ქალებზე თავები ძლიერები ჰგონიათ, ეს ალბათ არასდროს არ დასრულდება.......
იცით რატომ ვარ ასეთი ძლიერი? იმიტომ რომ მე მყავს მამა, რომელიც ამაყობს საკუთარი ქალიშვილით, მყავდა დედა, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა, მყავს ძმა რომელსაც მის ღირსებად მივაჩნივარ, მე მყავს ოჯახი რომელმაც არ დაიშურა ძალღონე იმისათვის რომ კარგი განათლება მქონოდა, დავვუფლებოდი კარგ პროფესიას და მასწავლა ფეხზე მყარად დგომა.
image
თქვენ ათასწლეულის (მილენიუმის) ფემინისტი ხართ თუ ათასწლეულის ძველი ტრადიციების მოყვარული? გყაავს შენი ფავორიტები ძლიერ ქალთა შორის?
არ შემიძლია ვთქვა რომ, მიყვარს ძველი ტრადიციები და არც იმის თქმა შემიძლია რომ, ძალიან თანამედროვე ვარ, ყოველთვის წონასწორობის (თანაბრობის)და სამართლის მხარეს ვარ, დიახ მყავს ჩემი ფავორიტები ძლიერ ქალებს შორის, რომლებიც მიყავრს და რომელთა შესახებაც ვკითხულობ, ვსწავლობ და ვსაუბრობ ესენია: კოკო შანელი, მარია კიური და ინდირა განდი
image
image
image
0
38
შეფასება არ არის
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0