x
image
alex999
Mediator image
Mediator image
ისტორიის ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფები...

ირანში ჩამოვარდნილი სპეციალური თვითმფრინავის ამბავმა, ანალიტიკოსებს გაახსენა ასევე სხვა ისტორიული ამბები, ჩამოვარდნილი თვითმფრინავების შესახებ...


image


FLIGHT 19 -ის ინციდენტი


image

ინციდენტი, 1945 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა. ამერიკული საზღვაო ძალების 6 თვითმფრინავი რუტინულ სამხედრო წვრთნების დროს მოულოდნელად გაუჩინარდა.

image

საზღვაო სამხედრო ძალების თვითმფრინავები, ერთდროულად გაფრინდნენ ფლორიდის შტატის სამხედრო აეროპორტიდან. როგორც ცნობილია, თვითმფრინავებს ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონდა, თუმცა პილოტების უყურადღებობა, საბედისწერო აღმოჩნდა.

image

დაკარგულ თვითმფრინავების საძებნელად გაგზავნილ იქნა სამაშველო თვითმფრინავი. ცნობისთვის ეს უკანასკანელიც დაიკარგება. მოგვიანებით გაირკვა, რომ სამხედრო-სამაშველო სამსახურის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა.

image

ამ მოვლენასთან დაუკავშირეს ბერმუდას სამკუთხედი, სადაც ძლიერი მაგნიტური ველია. მეცნეირების აზრით დიდი ალბათობაა იმისა, რომ ზუსტად ამ რეგიონში ჩამოვარდნენ FLIGHT 19 -ის სამხედრო თვითმფრინავები.

image





STENDEC / STAR DUST -ის ინციდენტი

image

1947 წელს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესიდან თვითმფრინავი ჩილეში მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად ანდების მთებში გაუჩინარდა.

image

თვითმფრინავიდან მხოლოდ შეტყობინება დარჩა, რომელიც შტაბში 2 აგვისტოს გაისმა - "STENDEC" !

image

ეს შეტყობინება ისტორიაში ერთ-ერთ დიდ იდუმალად დარჩა, ვინაიდან ვერ გაირკვა შეტყობინების მიზეზი. 1998 - 2000 წლებში მთამსვლელბმა აღმოაჩინეს თვითმფრინავის ძრავა და სხვა ნაწილები, თუმცა იდუმალი შეტყობინების შესახებ, ინფორმაციას ვერ მიაგნეს!

image






107 კაციანი ამერიკული თვითმფრინავი

image


1962 წელს, ამერიკული თვიტმფრინავი ვიეტნამში გაემგზავრა სხვადასხვა ნივთების ჩასატანად. საწვავის დასამატებლად, თვითმფრინავი 107 მგზავრით გუამზე დაეშვა, აფრენის შემდეგ, ფილიპინების ზღვაზე მოულოდნელად გაუჩინარდა, მას შემდეგ თვითმფრინავის შესახებ არავის არაფერი სმენია.





წყნარი ოკეანის ავიაკასტროფა


image


1957 წელს, Pan Am Flight 7 -ის სახელწოდების სამგზავრო თვითმფრინავი 44 მგზავრთან აფრინდა მსოფლიო ტურისთვის. სამწუხაროდ თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ნარჩენები 1 კვირის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ფლოტმა შეამჩნია.

image

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგად, მიცვალებულების სხეულებზე ძალიან ბევრი ოდენობით ნახშირბადის მონოქსიდი აღმოაჩინეს. თუმცა ხელმოსაჭიდი პასუხი საზოადოებას ვერ ამცნობეს!





1999 წლის ატლანტიკის ავიაკატასტროფა!

image

1999 წლის 31 ოქტომბერს, ეგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავი მოულოდნელად ატლანტიკის ოკენაში დაეშვა. 217 მგზავრი, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა, ამ საზარელ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. აშშ-ს და ეგვიპტის შესაბამისი სამსახურის ექსპერტების განცხადებით, ეს იყო ისტორიის ყველაზე უცნაური შემთხვევა, როდესაც თვითმფრინავი არანაირი ხარვეზის გარეშე ოკეანეში დაეშვა, მათი აზრით შესაძლოა ეს ზებუნებრივ ძალებთანაც იყოს დაკავშირებული. ავიაკატასტროფა კვლავ იდუმალებით არის მოცული.

image





TWA FLIGHT 800 -ის კატასტროფა

image


1996 წლის 17 ივლისს, TWA Flight 800-ის სახელწოდების სამგზავრო თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში აფეთქებულ მდგომარეობაში ჩავარდა. დაიღუპა 240-ვე მგზავრი. აფეთქების მომენტში, აშშ–ს საზღვაო ფლოტი წვრთნებს გადიოდა, რამაც ავიაკატასტროფა უფრო დიდ ეჭვქვეშ ჩააგდო, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ს საზღვაო ფლოტს ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს!

image





AIR FRANCE 447 -ის კატასტროფა


image

2009 წლის 1 ივნისს, ფრანგული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი - Air France, ასრულებლდა რიო- პარიზის რეისს. თვითმფრინავის ატლანტიკის ოკეანის თავზე მოულოდნელად გაუჩინარდა თავის 228 მგზავრთან ერთად.

image


ამავე წლის აგვისტოს დასაწყისში, ბრაზილიის სამხედრო ძალებმა 41 გვამი იპოვეს ატლანტიკის ოკეანეში. 2011 წლის 27 მაისს, ოფიციალური განცხადებით ავიაკატასტროფა კოკპიტის დაუდევრობამ გამოიწვია, რომელიც განვითარების მომენტში საპილოტე ადგილას არ იმყოფებოდა და შესაბამისად ვერ შეძლო თვითმფრინავის და მგზავრების გადარჩენა.

image




მალაიზიის ავიაკომპანიის ფრენის რეისი -370

image

227 მგზავრით და 12 ეკიპაჟით, მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი კუალა ლამპურიდან პეკინისკენ ღამის 00:41 წუთზე აფრინდა. აფრენიდან 40 წუთის შემდეგ, თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა და გამოცხადდა განგაში დაკარგვის შესახებ.

image


დაკარგვის განაგაშის შედეგად, ძალიან ბევრი ქვეყნიდან დასახმარებლად აფრინდნენ სამაშველო თვითმფრინავები, თუმცა სამწუხაროდ უშედეგოდ, ხანგრძლივი სამუშაოების და მიუხედავად, თვითმფრინავის შესახებ ვერაფერი აღმოაჩინეს.


image


ამ ავიაკატასტროფის შემდეგ, ძალიან ბევრი თეორია წარსდგა. კრიტიკოსების აზრით, თვითმფრინავის მოტაცება სურდათ ტერორისტებს, რაზეც პილოტმა თავის ასარიდებლად თვითმფრინავის გეზის შეცვლა გადაწყვიტა, რამაც საბედისწერო შედეგი გამოიღო. სხვა ვერსიების თანახმად, თვითმფრინავი უცხოპლანეტელებმა ჩაიგდეს ხელში და მათი ნამოქმედარია ეს ყველაფერი. ფრენა რეისით 370 კვლავ ინარჩუნებს თავის ამოუხსნელ საიდუმლოებას!




ჰელიოსი - თვითმფრინავი სადაც მგზავრები ფრენის დროსვე დაიღუპნენ

image


2005 წლის 14 აგვისტოს, კვიპროსული ავიაკომპანიის, ჰელიოსის სახელწოდების Boeing-737 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი მგზავრებთან ერთად, მთიან რეგიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი პრაღა- ლარნაკას რეისს ასრულებდა. ავიაკასტროფას 115 მგზავრი და 6 ეკიპაჟი ემსხვერპლა!


image


როგორც ცნობილია, თვითმფრინავი აფრენამდე იყო მოუწესრიგებელი. პილოტების უყურადღებობა და მგზავრების უპასუხისმგებლობა თვითმფრინავში, რამაც გამოიწვია ეს საშინელი ავიაკატასტროფა, მსოფლიოსთვის სამაგალითო გახდა!


image









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების ტოპ 100 გამოვლინდა

2. გამოცხადდა 50 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე ბევრი აქტიური სამხედრო პერსონა ჰყავს!

3. გახსოვთ ცნობილი ვალენტინას როლის შემსრულებელი მსახიობი? როგორ გამოიყურება დღეს გაბრიელა სპანიკი?

4. თვეში 15 დოლარიდან მილიარდერობამდე! Alibaba-ს დამფუძნებლის შთამაგონებელი ისტორია...

5. გიგანტური ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება!

6. საოცარი კადრები ველური ბუნებიდან - ეს უნდა ნახოთ!

7. კოკპიტის ულამაზესი პილოტი, შვედი მალინ ოსიბან რიდკვისტი ინსტაგრამს იპყრობს!


0
192
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0