x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ტრამპმა სახელმწიფო მდივანი გაათავისუფლა და ისტორიაში პირველად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად ქალი დანიშნა
image

დონალდ ტრამპის გუნდში დიდი ცვლილებებია. ამერიკის პრეზიდენტმა 13 მარტს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო შეცვლის. თავის მხრივ, პომპეოს პოსტს ჯინა ჰასპელი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალი იქნება. ეს ინფორმაცია ტრამპმა სოციალური ქსელის მეშვეობით გააჟღერა.


რამდენიმე წუთში კი თავად ტილერსონმა გასაგებად მიანიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისი სურვილიდან არ გამომდინარეობდა. მას ამ დილით პრეზიდენტთან არ უსაუბრია და თავისი გათავისუფლების მიზეზიც კი არ იცოდა. ვაშინგტონ პოსტის თანახმად, ტრამპმა ტილერსონს გადადგომა გასულ პარასკევს მოსთხოვა.


თეთრის სახლის წარმომადგენლის თანახმად, ტრამპს ახალი გუნდის ჩამოყალიბება ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჯონგ უნთან მოლაპარაკების დაწყებამდე სურს. ახალი გუნდის ფორმირებას ის სხვადასხვა სავაჭრო მოლაპარაკებების გამოც გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სტივ გოლდშტაინის თქმით კი ტილერსონი საქმის კურსში არ იყო და თანამდებობაზე წასვლას არც ფიქრობდა.



image



ტილერსონი ტრამპის პირველი სახელმწიფო მდივანი იყო. მანამდე ის კომპანია Exxon Mobil-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ადგილს იკავებდა.მიუხედავად იმისა, რომ მან პრეზიდენტის გუნდში სხვა მნიშვნელოვან პირებზე მეტი ხანი დაჰყო, თავის წინამორბედებთან შედარებით მისი მოღვაწეობა მაინც გაცილებით მოკლე აღმოჩნდა. ბოლო პერიოდის სამი ყველაზე ხანმოკლე სახელმწიფო მდივნობა ერგოთ ბედად - უორენ კრისტოფერს ბილ კლინტონის დროს, კოლინ პაუელს ჯორჯ ბუშ უმცროსის და ჰილარი კლინტონის ბარაქ ობამას დროს- მათ თანამდებობაზე ყოფნის მთლიანი ოთხწლიანი ვადა ამოწურეს.1949 წლის შემდეგ, მხოლოდ ალექსანდერ ჰეიგმა რონალდ რეიგანის დროს დაჰყო 3 წელზე ნაკლები, დაახლოებით 18 თვე.



ტილერსონის სახელმწიფო მდივნობას თან ახლდა ჭორები პრეზიდენტთან გამუდმებული უთანხმოების შესახებ. ერთხელ იმის უარყოფაც მოუწია, რომ ტრამპს ჭკუასუსტი უწოდა. “მე კარგი ურთიერთობა მქონდა რექსთან, მაგრამ ის განსხვავებულად აზროვნებდა’’ განაცხადა ტრამპმა.


წყარო : Time




0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0