x
მეტი
  • 23.06.2018
  • სტატია:78070
  • ვიდეო:330808
  • სურათი:434061
როგორ გამოექცა ქართველი მსახიობი ქალი მოძალადე ქმარს, რომელზეც დედამ ძალით დააქორწინა

ქალზე ძალადობა საქართველოში დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს და ამ კუთხით წლების განმავლბაში სხვადასხვა ორგანიზაციები თუ უბრალოდ მოქალაქეები ცდილობენ ამ პრობლემის პრევენციას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა უფლებების დაცვას. ქალზე ძალადობა ბოლო წლების მანძილზე ერთგვარ ყბადაღებულ თემად იქცა საზოგადოებაში და ხშირად ბევრი ადამიანი, მათ შორის თავად ქალები ამაზე ქილიკობენ კიდეც.

image

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ცდილობდა ქართველი მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი მოძლადე ქმრისთვის თავი დაეღწია და რა გზის გავლა მოუხდა ამისთვის.


საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1863 წლის 14 ნოემბერს გორის რაიონ სოფელ კოშკაში დაიბადა. მამამისი ღარიბი აზნაური ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იყო, ხოლო დედა - დიდგვაროვანი ოჯახის შვილი მარიამ მხარგრძელ-ფავლენიშვილი.

16 წლის იყო, როცა მისმა ფუფუნების მოყვარე დედამ გადაწყვიტა ცოლად მასზე ბევრად უფროსს, უსაქმურსა და უკვე გაღარიბებულს, თუმცა დიდგვაროვანი ოჯახის შვილს გიგა მაჩაბელს გაჰყოლოდა. ელისაბედს მასზე დაქორწინება არ სურდა ამის გამო დარდისგან ლოგინადაც ჩავარდა, თუმცა დედამისს და მეტიჩარა მაჭანკლებს მისი ბედი უკვე გადაეწყვიტათ.

image

ელისაბედის იძულებითი ქორწინება რა თქმა უნდა ბედნიერი ვერ იქნებოდა. მისი ქმარი ეჭვიანი და მოძალადე აღმჩნდა. ელისაბედმა ასეთ ყოფას 3 წელს გაუძლო, შემდეგ კი პატარა შვილთან ერთად დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა გიგა მაჩაბელი თავს მაინც არ ანებებდა, ხშირად სახლში უვარდებოდა და აწიოკებდა. ცოტა ხანში ელისაბედი ისტორიკოსს, იურისტდა და პუბლიცისტს ნიკო ხიზანიშვილს შეხვდა. მათი ურთიერთობა მალევე დიდ სიყვარულში გადაიზარდა, თუმცა ყოფილი ქმარი მასთან განქორწინებაზე უარს ამბობდა, ამიტომ დაქორწინება მხოლოდ 15 წლის შემდეგ შეძლოს, როცა გიგა მაჩაბელი გარდაიცვალა. სამწუხაროდ ელისაბედს ტრაგიკული ბედი მუდამ თან სდევდა, მის ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა ტრაგედიები. საყვარელი მეუღლე, ნიკო ხიზანიშვილი მოუკლეს, მასთან გაჩენილი ორივე შვილი მძიმე დაავადებებით გარდაეცვალა, უფროსი ქალიშვილი კი ციმბირში გადაასახლეს. თავზე დატეხილ უბედურებებს ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მხოლოდ თავისი შემოქმედებით უპირისპირებდა, მისი სასცენო როლები მაყურებელში დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა.


image
ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1948 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

0
184
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0