x
image
ნინიკ
ანჯელინა ჯოლის ახალგაზრდობის სურათები
imageანჯელინა ჯოლი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის აღიარებული. თუმცა მას არც ისე ადვილი ცხოვრება ჰქონდა ბავშვობაში.imageცნობილი მსახიობის ჯონ ვოიტის შვილი ანჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა ლოს-ანჟელესში (კალიფორნიაში). მომავალი ლამაზმანს ბავშვობაში თანატოლები უშნოდ თვლიდნენ. ის ატარებდა სათვალეებს და კბილებზე ფირფიტებს, იცმევდა უფორმო ტანსაცმელს, ეცვა მძიმე ყელიანი ფეხსაცმელები და ამასთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობას გაურბოდა. მაგრამ გაკვეთილების შემდეგ ანჯელინა იცმევდა კაბას და გარბოდა ცეკვის–ტანგოს სასწავლებლად. თანაკლასელები მას შეშლილად თვლიდნენ, მაგრამ ეს ანჯელინას სულაც არ ანაღვლებდა. მას შემდეგ რაც მშობლები გაშორდნენ, ენჯი ხშირად ატარებდა მეორედ ტანსაცმელებს, რადგან მის ოჯახს მატერიალურად უჭირდა.

14 წლის იგი ოცნებობდა, რომ დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ატარებდა შავებს, შეიღება თმა შინდისფრად და დადიოდა როკ კონცერტებზე.

ანჯელინამ 14 წლის ასაკშივე დაიწყო სამოდელო კარიერა. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო Finesse Model Management-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე - ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჟელესში, ნიუ-იორკსა და ლონდონში მუშაობდა. ენჯი აღიარებს, რომ პირველი სამოდელო მცდელობა უფრო ადრეულ ასაკში ჰქონდა, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა რის გამოც მან თითქმის მთლიანად დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა და დაიწყო საკუთარი თავისათვის დანით ზიანის მიყენება. ამაზე ჯოლიმ განაცხადა „მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია“. თექვსმეტი წლის ასაკში ის კინაღამ დაიღუპა, ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს – სახიფათო თამაში დასრულდა საძილე არტერიის უზარმაზარი ჭრილობით.

ამ პერიოდზე ენჯი ამბობს: „მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით“.


imageimageimageimageimageimageimage






imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







imageimage

24
7559
27-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
7559
  
2016, 5 სექტემბერი, 15:21
იყოს ბებერი..ნოუ პრობლემ:-)))
2016, 12 იანვარი, 15:02
ქაჯური სილამაზე აქ :დდდ
2014, 7 მარტი, 19:24
2013, 30 ივლისი, 22:00
კი ეგრეა და მე არ მომწონს...
2013, 30 ივლისი, 21:58
გეთანხმები, ველური და ეგზოტიკური სილამაზე აქვს.
2013, 30 იანვარი, 18:28
არ ისვენებენ საზიზღარი პაპარაცები...დღეს ის მშვენიერი და კიდევ მეტი - უკეთილშობილესი ქალბატონია...
2012, 5 ივლისი, 22:37
ეხა უფრო მაგარ ვიდზეას
2012, 5 ივლისი, 15:17
კი არ დაღვინდა დაბერდა,თან სერიოზულად :))))))
2012, 5 ივლისი, 10:40
გეთახმები ადრე მართლა ეგეთი უფრო იყო, მაგრამ ეხლა დაღვინდაა :)))
2012, 5 ივლისი, 5:58
დახვეწილობის და არისტოკრატულობის რა გითხრა... ჩემში უფრო ველური სილამაზის ეფექტს იწვევს...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10