x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
როგორ გავწმინდოთ ჭიანჭველებისგან სახლი - სასარგებლო და პრაქტიკული რჩევა

image





გაზაფხულზე ბევრ სახლში ჭიანჭველები ჩნდება. როგორც კი გარეთ დათბობა იწყება, მაშინვე ვამჩნევთ სამზარეულოში ჭიანჭველების მწკრივს. და, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ იმის წარმოდგენით, თუ რა სწრაფად მრავლდებიან ისინი სახლში.


ჭიანჭველებთან ბრძოლის მარტივ საშუალებად შეიძლება გამოგვადგეს ბორის მჟავა _ 100 % -ით ნატურალური პროდუქტი, რომელიც ჭიანჭველების საწინააღმდეგო მრავალი საშუალებების შემადგენლობაში შედის. თქვენ ის მრავალ სუპერმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ.



გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რაც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭიანჭველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მაშ ასე.



ინგრედიენტები:


1. ერთი ჭიქა თბილი წყალი



2. ნახევარი ჭიქა შაქარი



3. ორი სუფრის კოვზი ბორის მჟავა.







მომზადების და გამოყენების მეთოდი:




1. ბორის მჟავის, წყლის და შაქრის ნარევში დაასველეთ ბამბა და დადეთ იმ ადგილებთან, სადაც ჭიანჭველები არიან.




2. ეს ბამბა შეგიძლიათ ღამით დატოვოთ. და არ შეგეშინდეთ, თუ დილით მკვდარი ჭიანჭველების გროვას ნახავთ.


ამის მერე თქვენ აღარ გექნებათ პატარა დაუპატიჟებელ სტუმრებთან პრობლემები!

იხილეთ ასევე:

1. დაფნის ფოთლები– ფულის და წარმატების მაგნიტი!

image

0
186
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0