x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ აწამებდნენ აფრიკელ მონა ქალებს სამედიცინო მიზნებით- უცნობი ტრაგედია
იცით თუ არა რა არის სპეკულუმი? ეს არის გინეკოლოგიური გამოკვლევებისთვის აუცილებელი იარაღი, რომელიც გამოიგონა ჯეიმს მარიონ სიმსმა, მიზოგენმა რასისტმა და მოძალადე კაცმა, რომელიც დღეს გინეკოლოგიის ერთ-ერთ მამად ითვლება. ეს ხდებოდა 1800 წელს, ალაბამას შტატში, ამერიკაში.


image

ერთ დღეს ექიმი მკურნალობდა ცხენიდან ჩამოვარდნილ პაციენტს, საშვილოსნოს გამოკვლევის დროს გაუჩნდა იდეა, რომ საჭირო იყო შეემოწმებინა პაციენტის შინაგანი ორგანოები. მაშ ვის შეეძლო ეტვირთა ცდისპირის როლი თუ არა შავკანიან ქალს, რომელსაც ადამაინად არ თვლიდნენ, ამცირებდნენ და მოაზრებდნენ უდიდესი ტანჯვის ამტან არსებად?

ექიმმა იყიდა აფრიკელი მონა ქალები და ისინი საკუთარ კლინიკაში გამოამწყვდია.


ანარშას შემთხვევა


სამდღიანი ურთულესი და მტკივნეული მშბოარობის შემდეგ, ანარშა ექიმ სიმსის ხელში აღმოჩნდა. მფლობელთან შეთანხმების საფუძველზე ექიმმა ის ცდისპირად აქცია. პირველმა ოპერაციამ, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, ძალიან მძიმედ ჩაიარა. ოცდაათზე მეტი ოპერაციის შემდეგ ექიმმა შედეგს მიაღწია. ამიერიდან მას შეუძლია განკურნოს ვაზიკო-ვაგინალური ფისტულა, იგივე შარდის ბუშტ-საშოს ფისტულა.

აფრიკელი ქალების ტანჯვის და არაადამიანური წამების ხარჯზე სიმსი წარმატებულ და სახელგანთქმულ ქირურგად იქცა და არაერთი ტიტული მიენიჭა: ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტის, ნიუ-იორკის მედიცინის აკადემიის წევრის და ასე შემდეგ...

კარგი იქნება, ისტორია არასოდეს დაივიწყებდეს, რომ თაამედროვე გინეკოლოგიის ფუნდამენტი აფრიკელი მონა ქალების ტკივილი და ტანჯვაა.


/სტატიის წყარო : nofi.f/

0
226
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0