x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როდის და როგორ გაუქმდა სამეგრელოს სამთავრო? ცნობები ისტორიიდან

სამეგრელოს სამთავროს მმართველობას რუსეთი ნელ-ნელა ზღუდავდა. 1842 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ამთავროს მართვა-გამგეობა თავის მემკვიდრეს - დავითს გადააბარა. 1846 წელს ლევან დადიანი გარდაიცვალა და იმავე წელს რუსეთის იმპერატორმა მთავრის ტახტზე დავით დადიანი დაამტკიცა.imageდავით დადიანის მეუღლე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული-ეკატერინე. დავით დადიანმა გარდაქმნა სამთავროს ადმინისტრაციული მმართველობა, სასამართლო და საპოლიციო აპარატი. აიკრძალა გლეხის ოჯახის წევრების ცალ-ცალკე დაყოფა. 1853 წელს დავით დადიანი გარდაიცვალა.image
ტახტის მემკვიდრე-ნიკოლოზი მცირეწლოვანი იყო, ამიტომ სამთავროს მართავდა ეკატერინე ჭავჭავაძე. 1854 წელს ოსმალეთის ჯარმა ყულევი აიღო, საფრთხეში აღმოჩნდა ზუგდიდი. ეკატერინე ნიკოლოზთან ერთად ჯერ გორდში გადავიდა, შემდეგ ლეჩხუმს შეაფარა თავი.image
1855 წელს ეკატერინე ალექსანდრე ll-ის იმპერატორად კურთხევაზე მიიწვიეს პეტერბურგში, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სამთავროს მართვა-გამგეობა გარდაცვლილი მთავრის ძმებს გრიგოლსა და კონსტანტინეს ჩააბარა. მათი მმართველობის პერიოდში სამეგრელოს სამთავროში შექმნილი მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, დაიწყო დაპირისპირება გრიგოლ და კონსტანტიმე დადიანების მომხრეებს შორის, რუსეთი ცდილობდა ესარგებლა აღნიშნული მდგომარეობით და გაეუქმებინა სამეგრელოს სამთავრო, რასაც ეწინააღმდეგებოდა ეკატერინე ჭავჭავაძე, ამიტომ მას რუსეთში გადასახლება შესთავაზეს. 1857 წელს სამეგრელოს სამთავროში დროებითი მმართველობა შემოიღეს, რომლის სათავეშიც ჩააყენეს რუსი გენერალი კოლიუბაკინი, რომელიც სამეგრელოს მართავდა საბჭოს მეშვეობით. 1857 წრლს სამეგრელოს სამთავრო ფაქტობრივად გაუქმდა, ხოლო 1867 წელს იურიდიულად. მისი ტერიტორია ზუგდიდის, სენაკის და ლეჩხუმის მაზრების სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.

1
241
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
241
  
2018, 14 მარტი, 17:31
ერეკლეს, რომ არ მოეწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატზე, ოდიშის სამთავრობო გააგრძელებდა არსებობას თავისუფლად.
თან ერეკლე, როგორც მონარქი არ იყო უფლებამოსილი დასავლეთ საქართველოს მეფე–მთავრების ნაცვლად მოეწერა ხელი.
შესაბამისად მონარქიის აღდგენის შემთხვევაში მონარქი არ და ვერ იქნება ქართლ–კახეთის გარდა სხვა კუთხეებში ლეგიტიმური, რაც არევს სიტუაციას.
0 1 1