x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაიგეთ რას გვეუბნება ადამიანის სახე მის ხასიათსა და ბედზე
ქირომანტიას უძველესი დროიდან იყენებდნენ, მაგრამ თუ გსმენიათ, რომ არანაკლებ პოპულარული მეთოდი იყო ადამიანის ხასიათის და ბედის განსაზღვრა მისი სახის ნაკვთების მეშვეობით?

image

სახის ფორმა

სახის ფორმა სულ სამი ტიპისაა, მაგრამ ხშირად რთულია ამა თუ იმ ადამიანის სახე რომელიმე განსაზღვრულ ტიპს მიაკუთვნო, ამ შემთხვევაში, მისი ხასიათი შერეული იქნება სახის ტიპების მიხედვით.


1. ოვალური სახე

ოვალური სახე ინტელექტუალ და მეოცნებე ადამიანებს აქვთ. მათ ყოველთვის აქვთ იდეები და მიზნები, რომელთაც ხშირად იცვლიან. ზოგჯერ მორცხვნი და მორიდებულნი არიან, ემოციურნი და მგრძნობიარენი, დეპრესიისადმი მიდრეკილებით. ასეთი ადამიანები კარგად ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას ხელოვნებაში.

image

2.მრგვალი სახე

პრაქტიკული და მიზანსწრაფული ხალხია.ცვლილებები არ აშინებთ და მალე ეგუებიან ნებისმიერ ახალ გარემოს. უყვართ ფილოსოფოსობა, დროის გატარება ადამიანებთან. მათ მსმენელები სჭირდებათ. მხიარულნი და ომუნიკაბელურები არიან, მაგრამ თუ მიზეზი ექნებათ, აგრესიასაც გამოამჟღავნებენ.

image

3.კვადრატული სახე

ძალიან ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანები არიან. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს ნებისმიერი საშუალებით. მდგომარეობიდან მაშინ გამოდიან, როცა რარაც ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ.

image


შუბლი

1.მაღალი და ფართო შუბლი-ინტელექტის ნიშანია.

2.დაბალი ფართო შუბლი-ადამიანი ძალიან მომთმენი და ჯიუტია.

3.მაღალი და ვიწრო შუბლი-სწრაფად აზროვნების და დიდი პოტენციალის მაჩვენებელია.

4.დაბალი და ვიწრო შუბლი -მიუთითებს, რომ თქვენს წინ გაქნილი და ცბიერი ადამიანია.

5.შუბლზე ხალები და ლაქები-რთულ ბავშვობასა და მშობლებთან ცუდ ურთიერთობაზე მიუთითებს.

image


თვალები

დიდი თვალები-ადამიანი მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნატურისაა.

პატარა თვალები-შინაგან ძალასა და პრაქტიკულ ჭკუაზე მიანიშნებენ.

ახლო-ახლო ჩამჯდარი თვალები-კარგად განვითარებულ ინტუიციასა და ადამიანის ეჭვიანობაზე მიუთითებენ.

შორი-შორის განლაგებული თვალები-ურთიერთობებისთვის საჭირო უნარებზე მიანიშნებენ.

image


ცხვირი

პატარა ცხვირი-მოქნილი გონება და ფართო თვალსაწიერი. ასეთ ადამიანთან ზოგჯერ ურთიერთობის აწყობა ჭირს.

გრძელი ცხვირი-პრაქტიკული ჭკუა და პასუხისმგებლობის კარგად განვითარებული გრძნობა.

ბრტყელი ცხვირი-ერთგულება, თმენა და ამტანობა.კარიერისტები.

მრუდე ცხვირი-შემოქმედებითი ადამიანი. არასტაბილურობა მიზნის ძიებაში.

წვეტიანი ცხვირი-ძლიერი ინტუიცია.

image


პირი

1. დიდი პირი- წარმატების და გულუხვობის ნიშანია. ამ ადამიანებს უყვართ ცხოვრება და მისგან მაქსიმუმს იღებენ.

2.პატარა პირი-მგრძნობიარე და დამოუკიდებელ ადამიანებს აქვთ. გულჩათხრობილნი არიან, მაგრამ ძალიან შრომისმოყვარენი.

3. ზედა ტუჩი ქვედაზე სქელია-ადამიანს მოსიყვარულე გული აქვს და ცხოვრებაც უყვარს.უყვართ დამოუკიდებლობა და ამის გამო შესაძლოა რამდენჯერმე განქორწინდნენ.

4.ზედა ტუჩი თხელია-ადამიანს სურს გამუდმებით სხვებს ასიამოვნოს და ყველაფერზე შფოთავს.

5.სწორი ტუჩები-პრაქტიკულობაზე მიანიშნებს. ზემოთ აწეული-არათავდაჯერებული ადამიანი, ქვემოთ ჩამოშვებული -ალერსიანი და მგრძნობიარე.

image

ლოყები

მაღალი ყვრიმალები-თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი.

ბრტყელი ლოყები-ადამიანი თავაზიანია, მაგრამ მორცხვი.

მრგვალი ლოყები-ადამიანი, რომელსაც ცხოვრება უხარია, კარგი იუმორის გრძნობაზეც მიანიშნებს.

ლაქები ლოყებზე-საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ან ადამიანი ვერ ახერხებს ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას.

image


ნიკაპი

გამოკვეთილი-ლიდერის ხასიათზე მიანიშნებს. ასეთ ადამიანს პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, შესაძლოა სიჯიუტესაც ნიშნავდეს.

რბილი ნიკაპი-წესიერი მეოჯახე.ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანი.

დეფექტები ნიკაპზე-ჰორმონალური დისბალანსი, ან ადამიანს თავდაჯერებულობა აკლია.

image


ფიზიოგნომიკა ვრცელი მეცნიერებაა და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. გახსოვდეთ, სახე-გახსნილი კარტია, რომელზეც ყველაფრის წაკითხვა შეიძლება


0
555
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0