x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83646
  • ვიდეო:334436
  • სურათი:441634
დინოზავრები (ნაწილი მეექვსე)

დინოზავრები



1) ალბერტოზავრი - იგივე ალბერტას ხვლიკი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია როგორც აშშ-ს ტერიტორიაზე, ასევე კანადაში. იზრდებოდნენ დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის და 4 მეტრზე მეტი სიმაღლის. იყვნენ კარნივორები ანუ ხორცისმჭამელი მონადირეები. არსებობდნენ ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ.


ალბერტოზავრი. დინოზავრი



2) ალბინეკუსი - ბინადრობდა აზიაში, კერძოდ განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში, ჯავხლანტის ფორმაციაზე. სავარაუდოდ იყო ინსექტივორი ანუ მწერიჭამია. იყო დაახლოებით კატის ზომის და არსებობდა ცარცული პერიოდის სანტონიურ ხანაში, 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ.


ალბინეკუსი. დინოზავრი



3) ალკოვაზავრი - იგივე ალკოვას ხვლიკი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე, ვაიომინგის შტატში, მორისონის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი, იზრდებოდა 5, 7 მეტრის სიგრძის და 2 მეტრზე დიდი სიმაღლის და არსებობდა გვიან იურულ პერიოდში, 163, 5 - 145 მილიონი წლის წინ.


ალკოვაზავრი. დინოზავრი



4) ალექტროზავრი - ბინადრობდა აზიაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში, ირენ დაბასუს ფორმაციაზე, იყო კარნივორი ანუ ხორცისმჭამელი მონადირე. იზრდებოდა დაახლოებით 5 მეტრსი სიგრძის და 2 მეტრამდე სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ.


ალექტროზავრი. დინოზავრი



5) ალეტოპელტა - იგივე გასაოცარი ფარი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია აშშ-ს კალიფორნიის შტატში, ფოინთ ლომას ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი. იზრდებოდა დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის და 1, 5 მეტრის სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ.


ალეტოპელტა. დინოზავრი






ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0