x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80873
  • ვიდეო:333173
  • სურათი:438265
დინოზავრები (ნაწილი მეხუთე)

დინოზავრები



1) ალამოზავრი - იგივე ალამოს ხვლიკი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, მისი განამარხებული ნწილები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე, ნიუ მექსიკოში, ოჯო ალამოს ფორმაციაზე. არსებობდა ცარცული პერიოდის მაასტრიხტულ ხანაში. 72 - 66 მილიონი წლის წინ. იზრდებოდა 20 მეტრის სიგრძის და 8 მეტრის სიმაღლის. იყო ჰერბივორი ანუ მცენარეჭამია.


ალამოზავრი. დინოზავრი


2) ალასკაცეფალი - იგივე ალასკურთავა ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია ალასკის ტერიტორიაზე, პრინც კრიკის ფორმაციაზე. იზრდებოდა დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის და 1 მეტრის სიმაღლის. იყო ჰერბივორი ანუ მცენარეჭამია. ბინადრობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ.


ალასკაცეფალი. დინოზავრი


3) ალბალოფოზავრი - ანუ თეთრბიბილოიანი ბინადრობდა იაპონიაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია იშიკავას პრეფექტურაში, კუვაჯიმას ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი, იყო დაახლოებით საშუალო მონადირე ძაღლის ზომის. და არსებობდა ცარცულ პერიოდში, 139, 8 - 129, 4 მილიონი წლის წინ.


ალბალოფოზავრი. დინოზავრი


4) ალბერტაცერატოფსი - იგივე ალბერტას რქოვანსახიანი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია კანადაში, ალბერტაში, ოლდმანის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი. იზრდებოდა დაახლოებით 7 მეტრის სიგრძის და 3 მეტრამდე სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ.


ალბერტაცერატოფსი. დინოზავრი


5) ალბერტადრომეუსი - იგივე ალბერტას მრბოლელი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია კანადაში, ალბერტაში, ოლდმანის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი. იზრდებოდა დაახლოებით 1, 5 მეტრის სიგრძის და ნახევარი მეტრის სიმაღლის. არსებობდა ცარცული პერიოდის კამპანიურ ხანაში, 83, 6 - 72, 1 მილიონი წლის წინ.


ალბერტადრომეუსი. დინოზავრი





ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0