x
image
ხატია გელბრეიტი
რუსეთმა ზებგერითი სიჩქარის რაკეტა გამოსცადა
image

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შაბათს მათ წარმატებით გამოსცადეს მოწინავე ზებგერითი სიჩქარის რაკეტა, რომელიც თვის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა, როგორც “ უძლეველი’’ ისე დააანონსა.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ჩანს რაკეტა “კინჟალის’’ საბრძოლო საჰაერო რეაქტიული ხომალდიდან გაშვების პროცესი. რუსი მაღალჩინოსნების თქმით რაკეტა, რომლსაც სახელი ხანჯლის ერთ-ერთი ტიპის მიხედვით უწოდეს, წარმატებით დაეშვა მონიშნულ ზონაში.

სამინისტროს განცხადებით “რუსული საჰაერო ძალების ხომალდ MiG-31-ის ეკიპაჟის მიერ ჩატარებული საბრძოლო წვრთნის შედეგად გაშვებულ იქნა ზებგერითი სიჩქარის რაკეტა, რომელმაც დაადასტურა თავისი ტექნიკურ-ოპერაციული შესრულების დონე და სისწრაფე.’’


რაკეტა ატომური იარაღის ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელიც პუტინმა 1 მარტს საზეიმო ვითარებაში ახსენა. მისი თქმით, ეს “ იდეალური იარაღია’’, რომელსაც 1200 მილის დაფარვა შეუძლია, ბგერის სიჩქარეზე 10-ჯერ უფრო სწრაფია და ამერიკის თავდაცვის სისტემებზე უფრო განვითარებულია.

CNN -ის თანახმად კვირას, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთს ასეთი განვითარებული იარაღის შექმნა შეეძლო .მას სჯერა, რომ ამ საცდელ გაშვებას ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

“ რუსული სამხედრო ძალების შესაძლებლობებში ცვლილებებს ვერ ვხედავ და იმ სამხედრო სისტემების მიღებამდე, რომლებზეც პუტინი საუბრობს ჯერ კიდევ წლებია საჭირო.არ ვთვლი, რომ ეს ფაქტი სამხედრო ბალანსს შეცვლის’’ განუცხადა მეტისმა ჟურნალისტებს.


წყარო : Time

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0