x
image
melody_inside
5 საინტერესო ფაქტი შარლ პეროს ზღაპრების შესახებ

image
„ცეროდენა“. გიუსტავ დორეს გრავიურა




„წითელქუდა“, „ კონკია“, „ცეროდენა“, „ჩექმებიანი კატა“ და „დედა ბატის ზღაპრები“-ს კრებულში შესული სხვა ნაწარმოებები, თითქმის ყველამ იცის ბავშვობიდან. უკვე რამოდენიმე ასწლეულია, რაც შარლ პერო (1628 – 1703 ) ყველაზე პოპულარულ მწერალ-მეზღაპრედ რჩება მთელს მსოფლიოში.

მაგრამ, ცოტამ თუ იცის ამ ზღაპრების რეალური ისტორია.



გაგაცნობთ 5 საინტერესო ფაქტს ამ ზღაპრების შესახებ



ფაქტი №1



image

არსებობსზრაპრების ორი რედაქცია _ „საბავშვო“ და „ავტორის“. თუ პირველს მშობლები პატარებს ღამითაც უკითხავენ, მეორე გამოცემა თავისი სისასტიკით უფროსებსაც კი აშინებს.

რადგან იქ, წითელქუდას და ბებიას დასახმარებლად არავინ მიდის, „მძინარე მზეთუნახავი“-ში პრინცის დედა კანიბალია და მსახურთუფროსს საკუთარი შვილიშვილების მოკვლას ავალებს,

ცეროდენა ბიჭუნა კი კაციჭამიას ეშმაკურად აიძულებს საკუთარ ქალიშვილებს ყელი გამოჭრას. თუ თქვენ ამ ზღაპრების ავტორისეული ვერსია არ წაგიკითხავთ, გირჩევთ გადაიკითხოთ. მერწმუნეთ ღირს.











ფაქტი №2


კრებულში „დედა ბატის ზღაპრები“ ყველა ზღაპარი შარლ პეროს მიერ არ იყო დაწერილი.

ამ კრებულიდან მხოლოდ სამი ისტორია ეკუთვნის მთლიანად მას _ „გრიზელდა“, „სახალისო სურვილები“ და „ვირის ტყავი“.

დანარჩენი მისი ვაჟის, პიერის დაწერილია. მამამ კი ტექსტის რედაქტირება მოახდინა, შეუვსო მორალის სწავლებებით და დაეხმარა გამოცემაში.

1724 წლამდე მამის და შვილის ზღაპრები ცალცალკე იბეჭდებოდა, თუმცა მოგვიანებით გამომცემლებმა ისინი ერთ ტომში გააერთიანეს და ავტორობა პერო უფროსს მიაწერეს.




ფაქტი №3




ლურჯ წვერას რეალური ისტორიული პროტოტიპი ჰყავდა.

ის იყო ჟილ დე რე _ ნიჭიერი მხედართმთავარი და ჟანა დ’არკის თანამოაზრე. მას თავი მოჰკვეთეს 1440 წელს ჯადოქრობისთვის და 34 ბავშვის მკვლელობისთვის. ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, რომ ეს იყო - პოლიტიკური პროცესი თუ მორიგი ეპიზოდი „ ჯადოქრებზე ნადირობა“ - ში. მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ _ რეს ეს დანაშაულებები არ ჩაუდენია. ერთი ის, რომ დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი ნივთმტკიცება ნაპოვნი არ იყო. მეორეც, თანამედროვენი მასზე საუბრობდნენ, როგორც უპატიოსნეს, კეთილ და ღირსეულ ადამიანზე. თუმცა წმინდა ინკვიზიციამ ყველაფრი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანებს ის დამახსოვრებოდათ როგორც სისხლისმსმელი მანიაკი. არავინ იცის, ზუსტად როდის გადააქცია ხალხმა ჟილ დე რე ბავშვების მკვლელიდან ცოლების მკვლელად. მაგრამ მას ლურჯწვერა უწოდეს პეროს ზღაპრების გამოცემამდე დიდი ხნით ადრე.



image

„ლურჯი წვერი“ გიუსტავ დორეს გრავიურა






ფაქტი №4


პეროს ზღაპრების სიუჟეტები ორიგინალური სულაც არ არის.

ისტორიები მძინარე მზეთუნახავზე, ცეროდენა ბიჭუნაზე, კონკიაზე და სხვა პერსონაჟებზე, გვხვდება როგორც ევროპულ ფოლკლორში, ასევე მის წინამორბედთა ლიტერატურულ ნაწარმოებებში. პირველ რიგში, იტალიელი მწერლების წიგნებში: ჯოვანფრანჩესკო სტრაპაროლის „სასიამოვნო ღამეები“-ში, ჯამბატისტა ბაზილეს „ზღაპრები“-ში („პენტამერონე“) და ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“-ში. სწორედ ამ სამმა კრებულმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ცნობილ „დედა ბატის ზღაპრები“-ზე.

ფაქტი №5




პერომ წიგნს „დედა ბატის ზღაპრები“ უწოდა ნიკოლა ბუალოს გასაბრაზებლად.

თვითონ ფრანგული ფოლკლორის პერსონაჟი, დედა ბატი- კრებულში არ არის. მაგრამ, სათაურში მისი სახელის გამოყენება ერთგვარ გამოწვევას წაროადგენდა მწერლის ლიტერატურულ მოწინააღმდეგეებისადმი - ნიკოლა ბუალოს და სხვა კლასიკოსებისადმი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბავშვები უნდა აღიზარდნონ მაღალ უძველეს ანტიკურ ნიმუშებზე და არა მდაბიო ზღაპრებზე, რომლებსაც ისინი ახალი თაობისთვის არაფრისმომცემად და საზიანოდაც კი თვლიდნენ. ამგვარად, ამ წიგნის გამოცემა მნიშველოვანი მოვლენა იყო ცნობილ „ძველსა და ახალს შორის კამათი“-ში.



image


„ჩექმებიანი კატა“. გიუსტავ დორეს გრავიურა.




(ეს თქვენ დაგაინტერესებთ)







იხილეთ ასევე:

1. ამ ნამდვილი ამბის მიხედვით საშინელებათა ფილმი "ემილი როუზის 6 დემონი" გადაიღეს





image


2. ჯეფერსონის ბიბლია

image


1
733
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
733
  
2018, 13 მარტი, 11:36
ძალიან ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 1