x
image
_K_
20 საუკეთესო ციტატა მეგობრობაზე
image



1. "მეგობრობა იმ მომენტიდან იწყება, როცა ერთი ეკითხება მეორეს: "რა? შენც? მე მეგონა, მარტო ვიყავი". ს. ლუისი


2. "ორ თვეში უფრო მეტი მეგობრის გაჩენას შეძლებთ, თუ ხალხს აჩვენებთ, რომ გაინტერესებთ ისინი, იმის მაგივრად, რომ თქვენით დააინტერესოთ". დეილ კარნეგი


3. "ზოგი ადამიანი მღვდელთან მიდის, ზოგი პოეზიაში პოულობს ნუგეშს, მე კი ჩემს მეგობრებს ვნახულობ". - ვირჯინია ვულფი



4. "არცერთი მეგობრობა არის შემთხვევითი". ო'ჰენრი

5. "მეგობრობა ყველაზე ძნელად ასახსნელი ცნებაა მსოფლიოში. ეს სკოლაში არ ისწავლება. მაგრამ თუ მეგობრობის მნიშვნელობა არ გაქვთ ნასწავლი, მაშინ არც არაფერი გისწავლიათ". მუჰამედ ალი

image


6. "იპოვეთ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ახალ იდეებს გადმოგცემენ და შთაგაგონებენ. გაატარეთ დიდი დრო მათთან და ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას". ემი ფოელერი


7. "ახალი მეგობრების შეძენა იმიტომაა კარგი, რომ ისინი ახალი ენერგიით ავსებენ თქვენს სულს". შანა როდრიგეზი


8. "ნუ გამომყვები უკან; შეიძლება, ვერ გაგიძღვე. ნუ წახვალ ჩემზე წინ; შეიძლება, ვერ გამოგყვე. იარე ჩემ გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი". ალბერტ კამიუ


9. "ბოლოს ჩვენი მტრის სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება". მარტინ ლუთერ კინგი


10. "ხელსაყრელია ის ფაქტი, რომ ჩვენი მეგობრები გვიცნობენ, მაგრამ არახელსაყრელია ის გარემოება, რომ ჩვენც ვიცნობთ მათ". ჯონ ჩურტერ კოლინზი

image


11. "ისურვო მეგობარი, ეს სულსწრაფობაა. მეგობრობა ხილია, რომელსაც მოსამწიფებლად დრო სჭირდება". არისტოტელე


12. "მეგობრობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენ ხანს იცნობდით. მთავარია, ვინ იყო თქვენ გვერდით ყველაზე რთულ სიტუაციებში და ვინ დაგიმტკიცათ მეგობრობა". ავტორი უცნობია


13. "მეგობარი ის ადამიანია, რომელმაც ყველაფერი იცის შენზე და მაინც უყვარხარ". ელბერტ ჰაბარდი


14. "არაგულწრფელი და ბოროტი მეგობარი უფრო საშიშია, ვიდრე მხეცი. მხეცმა შეიძლება ფიზიკური ზიანი მოგაყენოს, მაგრამ მეგობარი სულს და გონებას დაგიზიანებს". ბუდა


15. "ბევრ ადამიანს უნდა შენთან ერთად ლიმუზინში ჩაჯდომა, მაგრამ მთავარი ისაა, ვინ ჩაჯდება შენთან ერთად ავტობუსში, როცა ლიმუზინი გაფუჭდება". ოპრა უინფრი

image


16. "როცა ქალი თვითონ ხდება თავისი თავის საუკეთესო მეგობარი, ცხოვრება მარტივდება". დენი ფონ ფურსტენბერგი


17. "მეგობრობა თხელ შუშას ჰგავს. გატეხვის შემდეგ მისი შეწებება შესაძლებელია, მაგრამ ბზარები მაინც დაეტყობა". ვაკარ ვახარ აჰმედი


18. "ნამდვილი მეგობარი ბრილიანტებივით არიან - ბრწყინვალე, ლამაზი, ღირებული და ყოველთვის მოდაში". ნიკოლ რიჩი


19. "ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს, იყო და გამოხატო საკუთარი თავი". ჯიმ მორისონი


20. "ნუ მოიცდით, რომ სიყვარულით სავსე სიტყვები მეგობრებს მათი გარდაცვალების შემდეგ უთხრათ; ნუ დაელოდებით, რომ საფლავის ქვასთან შეძლოთ სიყვარულის ახსნა მათთვის. ახლავე უთხარით, რასაც გრძნობთ"! ანა კუმინსი

image


თქვენ რომელი ციტატა მოგეწონათ ყველაზე მეტად? ან გაქვთ საყვარელი გამონათქვამი მეგობრობაზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი❤









0
5143
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0