x
image
alex999
Mediator image
გახსოვთ ცნობილი ვალენტინას როლის შემსრულებელი მსახიობი? როგორ გამოიყურება დღეს გაბრიელა სპანიკი?

image

გაბრიელა ელენა სპანიკ ულტერა, უფრო ცნობილია როგორც გაბრიელა სპანიკი. დაიბადა 1973 წლის 10 დეკემბერს, გაბრიელა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია. ჰყავს ტყუპისცალი დანიელა, რომელიც ასევე მსახიობი და მოდელია, გარდა დანიელასი, მას ჰყავს უმცროსი და პატრისია და ორი ძმა- ანტონიო და ადელი. გაბრიელა სპანიკი ცხოვრობს ვენესუელაში, თუმცა წარმოშობით ვენესუელელი არ არის. მამამისი ხორვატიელია, რომელმაც შეირთო ინგლისელი ცოლი და გადაცხოვრდა ვენესუელაში 1960 წელს.

image


გაბრიელა სპანიკი ფსიქოლოგის ფაკულტეტის მოსწავლე იყო, თუმცა ყოველთვის ოცნებობდა მსახიობობაზე. 1992 წელს, მან მონაწიელობა მიიღო "მისს ვენესუელას" - კონკურსზე, სწორედ აქედან დაიწყო მისი აღმავლობის პერიოდი და სამსახიობო კარიერა.


image


სამსახიობო კარიერა თეატრში მუშაობით დაიწყო, მან შეითავსა ოპერის როლები. 1998 წელს სალვადორ მეხია ალეხანდრემ გაბი მიიწვია ტელევისიასთვის მომზადებულ სერიალში - >>უზურპატორი ქალი<<. გაბრიელა სპანიკმა როლს შესანიშნავად გაართვა თავი და სერიალმა რეკორდების მოხსნა მოახერხა, აქედან გამომდინარე გაბრიელა სპანიკი გახდა ვენესუელის მეგავარსკვლავი.


image

2002 წელს ის გადადის სამუშაოდ ტელემუნდოში და ხდება მთავარი გმირი ტელენოველისა „შურისძიება“, სადაც მან პროფესიონალი მოკრივე განასახიერა.


სერიალი სახელწოდებით - "შურისძიება", საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდა. ვალენტინა დიაზის შემსრულებელი გაბრიელა სპანიკი თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში უყვარდათ.


image


ალბათ 2000 წლამდე დაბადებულთა 90%-ს მაინც გახსოვთ ცნობილი ჰიტი, პილარ მონტენეგროს შესრულებით - "პრისიონერა", რომელიც ასევე ძალიან პოპულარული იყო მთელ საქართველოში.





სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ ძალიან ბევრ თქვენთაგანს მოგაწვათ ნოსტალგია. წარმოგიდგენთ გაბრიელას ფოტოებს 2002 წლის ალბომიდან...


imageimageimageimageimageimageimage




მას შემდეგ, უკვე წლები გავიდა, გაბიმ ძალიან ბევრ სერიალში მიიღო მონაწილეობა და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. 2002 წლიდან მოყოლებული, დღემდე 16 წელი გავიდა და ნახეთ როგორ შეიცვალა ის...


imageimageimageimageimageimageimageimageimage









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 300-მდე ლოკომოტივით და ვაგონით... - Union Pacific- ის საიდუმლო!

2. თვეში 15 დოლარიდან მილიარდერობამდე! Alibaba-ს დამფუძნებლის ინსპირერებული ისტორია...

3. კაცობრიობის მტრები - 10 საძულველი დიქტატორი და მათი სათანადო დასასრული!

4. 23 ქანდაკება, რომელიც გრავიტაციის კანონებს არღვევს!

5. საოცარი კადრები ველური ბუნებიდან - ეს უნდა ნახოთ!

1
2656
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2656
  
2018, 13 მარტი, 1:05
ესეც ვინმეს ცოლის დაქალია???????
0 1 1