x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რუანდაში მეხმა 16 მლოცველი იმსხვერპლა

image
მეხმა შაბათს კიგალიში, რუანდის პროვინციაში, ეკლესიისკენ მიმავალი პროცესიის მონაწილე 16 ადამიანი იმსხვერპლა და 140 დააშავა. ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, 17 დაშავებული ისევ ჰოსპიტალიზებულია, სხვები კი უკვე გამოწერეს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა გასულ პარასკევს, როცა მეხის ობიექტი 18 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი გახდა. მან ერთი სტუდენტის სიცოცხლე შეიწირა. რუანდაში მეხის დაცემა იშვიათი შემთხვევას არ წარმოადგენს.ქვეყანა გორაკების და მთების სიმრავლით გამოირჩევა. ადგილობრივ პოლიციას ყოველ წელს უწევს ადამიანებისა და შინაური საქონლის სიკვდილის აღწერა. 2016 წლის მონაცემებით მეხის გამო 30 ადამიანი გარდაიცვალა და 61 დაშავდა.


0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0