x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მავრიკის კუნძულზე წარმოქმნილი წყალქვეშა ჩანჩქერი - რეალობა თუ ოპტიკური ილუზია?

ბუნება, რომ საოცარია ამაში დასარწმუნებლად მხოლოდდამხოლოდ მავრიკის კუნძულოვანი სახელმწიფოს ნახვაც საკმარისია. imageმავრიკი კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, რის გამოც ზღვა მუდმივად წყნარია.imageმავრიკის კუნძულებზე ნესტიანი და ცხელი პერიოდი გრძელდება დეკემბრიდან მარტამდე. მოცემული ადგილი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს თავისი გასაოცარი სანახაობებით.imageმავრიკის სანაპირო განთქმულია ისეთი დაუჯერებელი სანახაობით, როგორიცაა წყალქვეშა ჩანჩქერი. imageროგორც ცნობილია ამ სანახაობას წყალმცენარეები და ქვიშის ნალექები ქმნიან, რომელიც მავრიკიის კუნძულის სანაპიროზეა გადაჭიმული. სწორედ ესაა მიზეზი იმ ილუზიისა რომელიც გვაფიქრებინებს, რომ წყალქვეშ ჩანჩქერიაimage


1
139
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
139
  
2018, 15 მარტი, 2:29
 საოცარიაა!
0 1 1