x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
კლავიატურის 13 კომბინაცია,რომელიც ბევრმა არ იცის
image

ეს კომბინაციები ნამდვილად გამოგადგებათ კომპიუტერთან მუშაობისას. რათქმაუნდა, მაუსითაც შეგიძლიათ იმუშაოთ, მაგრამ ამ უნარ -ჩვევების გამომუშავება ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.

image

1. F2


ეს კლავიში საშუალებას მოგცემთ ძალიან სწრაფად გადაარქვათ სახელი სასურველ ფაილს თუ ფოლდერს. უბრალოდ, დააწკაპუნეთ ფაილზე და შემდეგ დააწექით F2 კლავიშს. მორჩა, უკვე შეგიძლიათ სასურველი დასახელება ჩაწეროთ.

image

2.ALT + F4

ეს კომბინაცია სწრაფად დახურავს ფანჯარას თუ პროგრამას

image

3. ALT + Backspace

შემთხვევით ტექსტის ნაწილი წაგეშალათ? ამ კომბინაციით დაკარგულ ნაწილს აღადგენთ.

image

4.CTRL + SHIFT + N

თუ ამ კომბინაციას დესკტოპზე გამოიყენებთ, ახალი საქაღალდე შეიქმნება.Google Chrome-ში კი ამ კომბინაციით ინკოგნიტო ფანჯარას გამოიძახებთ.

image

5.CTRL + T

ამ კომბინაციით ნებისმიერ ბრაუზერში ახალ ფანჯარას გახსნით.

image

6.CTRL + SHIFT + T

შემთხვევით დაგეხურათ საჭირო ფანჯარა? ეს კომბინაცია ბოლოს დახურულ ფანჯარას აღადგენს.

image

7.ALT + TAB

თუ რამდენიმე ფანჯარა ერთად გაქვთ გახსნილი, საშუალებას გაძლევთ გადართოთ ერთი ფანჯრიდან მეორეზე.

image

8.CTRL + Esc

ხსნის მენიუ “start"-ს.

image

9.Windows + L

ბევრი ფიქრობს, რომ Win კლავიში უსარგებლოა, ეს სულაც არაა ასე. ეს კომბინაცია დაგეხმარებათ სწრაფად გამოხვიდეთ სისტემიდან.

image

10.Windows + M

ამ კომბინაციის გამოყენებით ყველა გახსნილი ფანჯრის ჩაკეცვას თავლისდახამხამებაში შეძლებთ.

image

11.Windows + TAB

საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ყველა გახსნილი ფანჯარა.

image

12.Shift + Delete

ამ კომბინაციასთან ფრთხილად უნდა იყოთ. მისი საშუალებით მონიშნული ფაილების წაშლა შეგიძლიათ Recycle Bin-ის (სანაგვე ყუთის) გვერდის ავლით, ანუ თუ ამ კომბინაციით რამე წაშალეთ, სანაგვე ყუთიდან მას ვეღარ აღადგენთ.

image

13.CTRL + ALT + DEL

სასარგებლო კომბინაცია რომდესაც ყველა მუშა პროგრამას გადაეფარება ლურჯი ფანჯარა მენიუთი, საიდანაც შეგვიძლია დავალებათა მმართველი გამოვიძახოთ, პაროლი შევცვალოთ და ა.შ.

image

14.Ctrl+Shift+Esc

და ბოლოს, დავალებათა მმართველის - Task Manager-ის სწრაფად გამოძახება ხდება Ctrl+Shift+Esc კომბინაციით.

0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0