x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როდის და რატომ მოიწვიეს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება?

325 წელს ქალაქ ნიკეაში მოწვეულ იქნა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც განხილვის თემა იყო ქრისტიანულ საზოგადოებაში გაჩემილი მწვალებლირი მიმდინარეობა ე.წ არიოზობა.image
როგორც ცნობილია პირველი საუკუნიდან რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში აღმოცენდა და გაძლიერდა-ქრისტიანობა, რომლის ძირითადი დებულებები ეწინააღმდეგებოდა რომის სახელმწიფოებრივ რელიგიას, სწორედ ამიტომ რომის ხელისუფლება ქრისტიანულ ორგანიზაციებს დევნიდა, თუმცა ქრისტიანობას რაც უფრო დიდი წინააღმდეგიბა ხვდებოდა, მით უფრო ძლიერდებოდა და სუსტდებოდა წარმართობა. რომაელი იმპერატორები ცეცხლითა და მახვილით სპობდნენ და დევნიდნენ ახალ მიმდინარეობას.

მეოთხე საუკუნიდან რომის ხელისუფლების პოლიტიკა ქრისტიანობის მიმართ მთლიანად შეიცვალა-კონსტანტინე დიდის მიერ, რომელმაც თავდაპირველად ქრისტიანებისადმი პოლიტიკა შეცვალა ჯერ ლოიალურობით, ხოლო შემდეგ უაღრესად ქრისტიანული პოლიტიკით.image
313 წელს მილანის ედიქტით მან ქრისტიანობას მიანიჭა თანაბარი უფლება დანარჩენ სარწმუნოებრივ მიმართულებებთან ერთად, ხოლო მომდევნო წლებში 318-320-321 წლებში ქრისტიანობას მიაკუთვნა ზოგიერთი უპირატესი უფლებაც.

მეოთხე საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელდა მღვდელი არიოზის მოძღვრება-რომლის მიხედვითაც ქრისტეს ბუნებაში უპირატესობა მიკუთვნებული ჰქონდა ადამიანურ ელემენტებს, ღვთიურ ელემენტებთან შედარებით.image
არიოზის მოძღვრების გამო ქრისტიანულ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო. ქრისტიანი მოღვაწეები ორ ნაკადად გაიყვნენ და საზოგადოებაში დიდი არევ-დარევა ჩამოვარდა. ქრისტიანული ორგანიზაცია იქ გაჩენილი მწვალებლური მიმდინარეობის გაჩენის გამო ინგრეოდა, ამიტომ კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა მოეწვია მსოფლიო საეკლესიო კრება, მიუხედავად იმისა, რომ თავად წარმართი იყო და არიოზის მწვალებლური თეორიის დაგმობით აღადგინა ქრისტიანული ორგანიზაციის სიმტკიცე.

325 წელს ნიკეაში კონსტანტინემ მოიწვია მთელი საქრისტიანო სამყაროდან ორგანიზაციათა წარმომადგენლები. კრებას დაესწრო 318 ეპისკოპოსი, ამ კრებაზე დაგმეს არიოზის მწვალებლობა, მისი მომხრე ყველა ეპისკოპოსი კი თანამდებობიდან გადააყენეს. ამ კრებაზე სავალდებულოდ სცნეს ყველა ქრისტიანისთვის შემდეგი დებულების აღიარება- იესო ქრისტე არის თანაბრად ღმერთიცა და კაციც და არ შეიძლება არც ერთი ელემენტის უპირატესობაზე ლაპარაკი. ამასთან ერთად 325 წელი ითვლება, როგორც რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღად.

0
276
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0