x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი)

image

ინგრედიენტები:


სოკო (ნებისმიერი) – 1 კგ.
ხახვი – 2 თავი
კვერცხი (აუცილებელი არ არის, მის ფუნქციას შვრიის ფაფა შეასრულებს) – 2 ცალი

შვრიის ფანტელი – 200 გრ.
საფანელი – 2 ს. კ.

ქინძი – 1 კონა


პილპილი და მარილი – გემოვნებით

*––––––––––––––*

საფანელი – ამოსავლებად

ზეთი – შესაწვავად


მომზადება:


I. სოკო მოხარშეთ მარილიან წყალში.

II. გადაიტანეთ თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწკრიტოს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

III. შვრიის ფანტელი მოათავსეთ პატარა ქვაბში ან თასში > დაასხეთ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ დაიფაროს > დააფარეთ სახურავი.

IV. დაჭერით ხახვი და მწვანილი წვრილად.

V. თასში შეურიეთ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი > შეანელეთ მარილით და პილპილით. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად სქელი არ იქნება, დაუმატეთ 3-4 კოვში ფქვილი.

VI. ფარში დაყავით გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

ქამა სოკოს სალათი

ბადრიჯნის კოტლეტი. ისეთი გემრიელია, რომ შეიძლება, ვეგეტარიანელიც კი გახდეთ
ბადრიჯნის კოტლეტი ტკბილი წიწაკის გულსართით

ხეკის ფუმფულა კოტლეტები

0
406
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0