x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78025
  • ვიდეო:330783
  • სურათი:433994
უგემრიელესი ეკლერის რეცეპტი

image
1ჭ.წყალში შეურიეთ 100 გრ.კარაქი, 2.5 გრ.მარილი და დადგით ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება ნელ-ნელა ჩაამატეთ200 გრ.ფქვილი და სწრაფად მოურიეთ ხის კოვზით, რომ მასა ერთგვაროვანი გამოვიდეს, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.გაცივების შემდეგ დაუმატ 5 ც. კვერცხი, თან ურიეთ განუწყვეტლივ.კარაქწასმულ ტაფაზე მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ სველი კოვზით ამოღებული ცომის კოკრები, ერთმანეთისგან 10-15 სმ-ის დაცილებით.შედგით გახურებულ ღუმელში და რამდენიმე წუთი არ გამოაღოთ, მზა ეკლერებს ჩაუჭერით გვერდი და დატენეთ კრემით.

მოხარშული კრემის მომზადება ეკლერისათვის:2.5 ჭ.შაქარი, 4-5 კვერცხი და 4 ს/კ ფქვილი კარგად ათქვიფეთ, დაასხით ცხელი რძე, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.მზა კრემს ჩაუმატეთ ვანილი ან ლიმონის ცედრა.


0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0