x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჭკუასუსტობა, რომელსაც ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება იწვევს
image

ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებისგან გამოწვეული დარღვევები დემენციის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია, განსაკუთრებით დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე (დემენცია -ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა).ეს დასკვნა საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით მილიონამდე ამ დიაგნოზის მქონე ადამიანის გამოკვლევის შემდეგ The Lancet Public Health journal-მა გამოაქვეყნა.

კვლევა ალკოჰოლის მიღებისგან გამოწვეულ ეფექტებს შეისწავლიდა და მოიცავდა ადამიანებს, რომლებსაც გონებრივი და ქცევითი დარღვევები აღენიშნებოდათ ან ჰქონდათ ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი ალკოჰოლის გამუდმებით მიღების გამო.

57 წლამდე ასაკის ადამიანებში დემენციის ადრეული ეტაპის 57000 შემთხვევაში 57 % დაკავშირებული იყო ქრონიკულად მძიმე სმასთან.


მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია (WHO) ქრონიკულ სმას განსაზღვრავს, როგორც დღიურად საშუალოდ 60 გრამზე მეტი წმინდა ალკოჰოლის მოხმარებას კაცებისთვის და 40 გრამზე მეტს ქალებისთვის.კვლევის ავტორები ალკოჰოლისგან გამოწვეული დემენციის პრევენციისთვის რეკომენდაციას სკრინინგს, ქრონიკულად სმის პერიოდში მოკლე წყვეტას და ადრეული ეტაპიდანვე მკურნალობას უწევენ.კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მეცნიერი იურგენ რემის თქმით, საშუალოდ ალკოჰოლისგან გამოწვეული პრობლემები სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წლით ამცირებს. ხოლო დემენცია სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ხდება.

დემენციის ადრეულ ეტაპზე სქესობრივ ჭრილში მნიშვნელოვანი განსხვავება გამოიკვეთა. მაშინ, როცა საერთო ჯამში პაციენტების უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ, დაავადების საწყისი ეტაპზე თითქმის 2/3 (64, 9 %) მამაკაცები იყვნენ.

ამ დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელდა აგრეთვე თამბაქოს მოწევა, მაღალი წნევა, დიაბეტი, განათლების დაბალი დონე, დეპრესია და სმენის უნარის დაკარგვა.

CAMH-ის (გონებრივი სიჯანსაღის და მიჯაჭვულობის ცენტრი) ვიცე-პრეზიდენტის ბრიუს პოლოკის თქმით, ის როგორც ფსიქიატრი, ხშირად ხედავს ალკოჰოლით გამოწვეულ ეფექტებს დემენციის მკურნალობისას და სამწუხაროდ, ხშირად ცნობიერების გასაუმჯობესებლად მკურნალობა დაგვიანებულია.



0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0