x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
8 სიტუაცია,როცა კატეგორიულად არ შეიძლება წყლის დალევა
image

იშვიათად, რომ სპორტდარბაზში ადამიანი წყლის ბოთლის გარეშე მივიდეს, ან სადილს თუ ვახშამს წყალი არ მიაყოლოს. თუმცა, ამ სითხის ასეთმა უაზრო ყლაპვამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

ამ შემთხვევებში წყლის დალევა კატეგორიულად არ შეიძლება:

1. არ დალიოთ წყალი უშუალოდ დაძინებამდე


imageიმისთვის, რომ დაძინებამდე წყალი არ დალიოთ, 2 მიზეზი არსებობს:

1. დაძინებამდე მიღებული სითხის გამო შესაძლოა რამდენჯერმე მოგიწიოთ ტუალეტით სარგებლობამ, ძილი გაგიფრთხეთ და ვერ გამოიძინოთ.

2.ღამით ჩვენი თირკმელების მუშაობა შენელებულია, რის შედეგადაც დილით შესაძლოა სახის და კიდურების შეშუპება დაგხვდეთ სიურპრიზად.


2. არ დალიოთ წყალი ინტენსიური ვარჯიშისას

imageექიმების და მკვლევარების მოსაზრებით, ინტენსიური ვარჯიშის დროს ან მისი დამთავრებისთანავე წყლის მიღებამ შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვარჯიშის დროს ადამიანს სცხელა და გასაგრილებლად წყალს სვამს, რამაც შესაძლოა ელექტროლიტების გამოდევნა გამოიწვიოს ორგანიზმიდან. შედეგად ჩნდება:თავის ტკივილი, გულის რევა, თავბრუსხვევა.

ამასთან, ჭარბი სითხე დამატებით ტვირთავს ჩვენს გულს. ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად დაისვენეთ და მხოლოდ მერე მიიღეთ წყალი.


3. როცა შარდი გამჭვირვალე ხდება

imageსრულიად გამჭვირვალე, უფერო შარდი იმის ნიშანია, რომ დღის განმავლობაში უკვე ბევრი წყალი მიიღეთ. ამან შესაძლოა ორგანიზმში ნატრიუმის შემცირება გამოიწვიოს, რასაც უსიამოვნო შედეგებიც ახლავს თან, გულის შეტევის ჩათვლით.


4.არ დააყოლოთ ცხარე საკვებს

image განსაკუთრებით, როცა საქმე წიწაკას ეხება, რადგან ის შეიცავს ნივთიერება კაპსაცინს, რომელიც წვას იწვევს და რომელიც არაპოლარული მოლეკულებისგან შედგება, მათი განეიტრალება კი იგივე მოლეკულებით განზავებით შეიძლება, რომელთაც რძე შეიცავს.

თუ წყალს დააყოლებთ, რომელიც პოლარულ მოლეკულებს შეიცავს, ის ხელს შეუწყობს კაპსაცინის გავრცელებას მთელ პირის ღრუსა და საყლაპავში, რაც უფრო დაამძიმებს სიტუაციას.


5.არ დალიოთ წყალი ჭამის დროს და ჭამის დამთავრებისთანავე

image

ჭამის დროს უხვად გამოიყოფა ნერწყვი, რომელიც საჭმლის მონელებისთვის აუცილებელ ფერმენტებს შეიცავს. წყლის მიღებისას ნერწყვის მოცულობა მცირდება. საჭმლის არასრულად გადამუშავება-მონელების გამო კი შესაძლოა ორგანიზმში ტოქსინები გამოიყოს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ცივი წყლის და ალკოჰოლის მიღება.


6.არ დალიოთ ბაღის მილიდან

imageმაშინაც კი, თუ მილი სასმელად ვარგის და გამართულ წყლის ონკანთანაა შეერთებული. თავად მილში შემავალი ნივთიერებები ვნებენ თქვენს ორგანიზმს


7.არ დალიოთ წყალი დამატკბობლებით

imageეს რჩევა აქტუალურია მათთვის, ვინც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის. ხელოვნური დამატკბობლები მადას ზრდიან და წონაში მატებას უწყობენ ხელს. ამ დამატკბობლებს ლიმონიანი და ლაიმიანი წყალიც შეიცავს.


8.არ დალიოთ წყალი, თუ ცოტა ხნის წინ უკვე დალიეთ საკმაო რაოდენობით

imageწყლის დიდ რაოდენობას ორგანიზმიდან ნატრიუმი გამოაქვს, რაც უსიამოვნო შედეგებს იწვევს.როგორც ზემოთ ვახსენეთ-გულის შეტევასაც კი. ამასთან, ჭარბი სითხე თირკმელებს ზედმეტად ტვირთავს და ხელს უშლის მათ აუცილებელი ნივთიერებები მიაწოდონ სისხლს.


0
2265
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0