x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სანამ მინისტრი არ გახდი, გათხოვებაზე და შვილზე არც კი გიფიქრია, ახლა კიდე რა გენაღვლება ცხოვრება, მოდის ფულები- ემიგრანტის მიმართვა თეა წულუკიანს
დიდი ხანი არ გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში "ვიზალიბერალიზაციის" საკითხი ქვეყნის სასარგებლოდ გადაიჭრა და საზღვრებს გარეთ უკვე უამრავი ქართველი გავიდა. გადინებული ნაკადის უდიდესი მასა, არა სამუშაოდ, არამედ კრიმინალის ჩადენის მიზნით წავიდა, რამაც საგრძნობლად იმოქმედა მიმდინარე კანონის შეჩერების საკითხის წამოჭრაზე. შეშფოთებულია როგორც საქართველოს, ასევე ყველა იმ ქვეყნის მთავრობა, სადაც ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ თუ ითხოვეს თავშესაფარი.


image


პრობლემის მოგვარების გზები მარტივი არ არის, თუმცა ჩვენმა მინისტრებმა წამოჭრეს საკითხი, რომლის თანახმად ემიგრაციაში მყოფი, ყველა არალეგალი ქართველის დეპორტაცია უნდა მოხდეს საქართველოში, რასაც დაეთანხმა და დაუმატა რომ მოხარულიც კი იქნება- თეა წულუკიანმა. ბუნებრივია, რომ მათ ამგვარ აზრს, დიდი გამოხმაურება მოყვა ემიგრანტების მხრიდან. ფეისბუქის ერთ-ერთ პოლიტიკურ, მეტად აქტიურ ჯგუფში "ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!", ქართველი ემიგრანტი ქალბატონი ხათუნა, რომელიც უკვე მრავალი წელია არალეგალურად ცხოვრობს საზღვარგარეთ, თეა წულუკიანს საჯარო პოსტით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



"გონს მოეგეთ ოცნების წევრებო, მინისტრებო, ნუ აღიზიანებთ ემიგრანტებს! რა იყო, თეა, შენს შვილს არ შია ხომ???? შენს შვილს არ ცივა??? ქუჩაში არ არის ხომ??? არ მათხოვრობს???? უზრუნველყოფილია ყველანაირად, არა???? სანამ მინისტრი არ გახდი, გათხოვებაზე და შვილზე არც კი გიფიქრია, ახლა კიდე რა გენაღვლება ცხოვრება, მოდის ფულები. გონს მოეგეთ ჯობია და პირიქით დაეხმარეთ ემიგრანტებს საბუთების გაკეთებაში, ვიდრე დეპორტირებულებმა არ გადაგიარეს შენც და შენს ოცნებასაც. ქალბატონ წულუკიანს მივმართავ, რას მიესალმები და რატომ ხარ მოხარული ქართველი ემიგრანტების დეპორტაციით???? ნუთუ აღარ გრცხვენიათ??? სულ დაკარგეთ ნამუსი??? რატომ ხელი არ გამიხმა, მაშინ, თქვენ რომ გირჩევდით. რომ მოითხოვ ქართველების დეპორტაციას ყველა ევროპის ქვეყნიდან, არ გეშინიათ მილიონობით ემიგრანტის???? ისინი რა, სათამაშოდ არიან წასულები???? რა გააკეთეთ იმის ფასი, რასაც დაგვპირდით???? რითი გააუმჯობესეთ ქვეყანაში ხალხის ცხოვრება???? დაასაქმეთ ხალხი???? რომ მოგვდექით ემიგრანტებს??? გრცხვენოდეთ, მათხოვრებით გაივსო საქართველო, უცხო ქვეყნის შვილებს უფინანსებთ სწავლას, ქართველები გკიდიათ ასე გამოდის. მე როგორც ემიგრანტი თერთმეტი წელი გამოხედვაც არ მინდა მაქეთ რომ ვიცი სამსახურს ვერ ვიშოვი და მშიერი მოვკვდები. არ გეშინიათ ეკონომიკა რომ აღარ გაიზრდება ჩვენი გამოგზავნილი ფულებით. რითი აპირებთ ჯიბეების გასქელებას, ჩვენ თუ დეპორტი გვექნება აკიდებული. დღემდე ემიგრანტების დამსახურებაა საქართველო ფეხზე რომ დგას, გონს მოეგეთ გირჩევნიათ, ხალხის მოყვანილები ხართ სათავეში და ხალხივე მოგიცილებთ თავიდან. რა გააკეთეთ ემიგრანტებისთვის??? პასპორტის აღებაშიც კი ოთხმაგს გვახდევინებს საელჩო, ისიც ერთი თვის ლოდინის მერე, ერთი რამ იყო უფასო საბერძნეთში სამედიცინო მომსახურება და ისიც მოსპეთ, დახურეთ. მიცვალებულებს, ემიგრანტები, სოლიდური თანხის გადახდის მერე თუ გადმოვასვენებდით, ოთხიათასები უნდოდა გაუბედურებულ, ნაწამებ მიცვალებულს. რომ ჩამობრძანდა მარგველაშვილი, ეგ მართლა დაუნი, პრემიერ მინისტრს კი არა, ჩვენ შგვხვედროდა ჯობდა. p. s. ჯობია გაიაზროთ ის, რომ ემიგრანტების დაბრუნება მისასალმებელი კი არ იქნება თქვენთვის, არამედ დამხობის პროცესი იქნება თქვენი, ეს გაღიზიანებული ნერვებად ქცეულ ემიგრანტებს ერთ ლუკმად არ ეყოფით"- წერს ქართველი ემიგრანტი.



image



1
79
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
79
  
2018, 11 მარტი, 12:38
დაუნს უწოდებს პრეზიდენტს და უბედურება ეს კი არაა უბედურება ისაა დაუნი სალანძღავი სიტყვა, რომ ჰგონია...
0 1 1