x
image
მანჩო 777
იცოდით, როდის შეკერეს პირველად ბიუსტჰალტერი, ვის ეცვა ყველაზე ძველი კაბა ან როგორ გამოიყურებოდა უძველესი ფეხსაცმელი?
მეცნიერული კვლევების თანახმად ცნობილია, რომ ადამიანებმა ტანსაცმლის ტარება დაახლოებით 170 ათასი წლის წინ დაიწყეს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ბოჭკოების ასაკი, რომელიც, სავარაუდოდ, ტანსაცმლისათვის გამოიყენებოდა, 34 ათასი წელია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ძველ სამყაროში ტანსაცმელი, როგორც წესი, მზადდებოდა ისეთი ორგანული მასალებისაგან, როგორიც იყო ტყავი და მაუდი (რომელიც სწრაფად ცვდება), სავსებით გასაგებია, რომ ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი უძველესი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა აქსესუარები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს.






1. უძველესი სამკაული - ასაკი 130 000 წელი



image



2015 წლის აგვისტოში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ხორვატიაში, ნეანდერტალელების უძველესი ნასახლარის ადგილზე აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი სამკაული-არწივის რვა ბრჭყალი. ბრჭყალები, სავარაუდოდ, სამ არწივს ეკუთვნოდა. მათზე გაკეთებულია ნახვრეტები თასმის გასაყრელად. გარდა ამისა, ბრჭყალებზე არის ნაჭდევები, ხოლო ზედაპირი გაპრიალებულია, რაც იძლევა იმის ვარაუდს, რომ ბრჭყალები გამოიყენებოდა გულსაკიდად ან სამაჯურად.





2. ყველაზე ძველი ფეხსაცმელი - ასაკი 9300 წელი



image



ყველაზე ძველი ფეხსაცმელი აღმოჩენილი იქნა 2010 წელს სამხრეთ-დასავლეთ სომხეთში, არენი-1-ის (Areni-1) გამოქვაბულში. ფეხსაცმელი, რომლის ასაკი დაახლოებით 9300 წელია, წარმოადგენს ყავისფერ ტყავის ქალამანს, რომელიც თასმებით იკვრებოდა. რადგან მისი ზომა-37-38 -ია, გამოდის რომ ფეხსაცმელი ქალისათვის იყო განკუთვნილი. მკვლევარები ამბობენ, რომ ქალამანი გამოჭრილი იქნა მთლიანი ტყავის ნაჭრისაგან, რომელიც მოთრიმლული იყო მცენარეული ზეთის საშუალებით. ეს ტყავის ნაჭერი პირდაპირ შემოკრული იყო იმ ფეხზე, რომელსაც შემდგომში უნდა ეტარებინა ფეხსამოსი. გარდა ამისა, ფეხსაცმელი ამოვსებული იყო გამხმარი ბალახით ან დამატებითი თბური ეფექტისათვის, ან იმისათვის, რომ მას არ დაეკარგა ფორმა, როცა არ ეცვათ.



3. ყველაზე ძველი გვირგვინი - ასაკი 6000 წელი



image



გვირგვინი ნაჰალ-მიშარის განძეულთან (Nahal Mishar Hoard) ერთად იქნა აღმოჩენილი. განძი 400-ზე მეტ საგანს მოიცავდა. ის ნაპოვნი იქნა 1961 წელს იუდეის უდაბნოში, მკვდარი ზღვის ახლოს. გვირგვინი, რომელიც სპილენძის ხანას (4000-3500 წელი ჩვენს ერამდე) ეკუთვნის, დამზადებულია დაფერილი სპილენძისაგან და მისი დიამეტრი 18 სანტიმეტრის ტოლია. «New Yorker»-მა ის აღწერა, როგორც პატარა ბიჭის ცილინდრი. გვირგვინის ზედა მხარე მორთულია ხუთი ფიგურით, რომელთაგან ორი გრძელკისერა უცხო ფრინველია, ორი კარებისმაგვარი და ერთიც ასო «T»-ს მაგვარი ფიგურა, რომელიც სავარაუდოდ, ხმლის სახელურს წარმოადგენს. გვირგვინი ნაპოვნი იქნა რქოსანი ცხოველების ფიგურებით ინკრუსტრირებულ სკიპტრასთან, სპილენძის მოწნულ კალათასა და თიხის უამრავ ჭურჭელთან ერთად.



4. ყველაზე დიდი ხნის ქვედაკაბა- ასაკი დაახლოებით 6000 წელი



image



წარმოიდგინეთ არქეოლოგების აღტაცება, როცა სომხეთში მდებარე არენი-1-ის გამოქვაბულში უძველეს ფეხსაცმელსა და ქვედაკაბასთან ერთად მუმიფიცირებული თხაც იპოვეს. თუ მეცნიერების გამოთვლები სწორია, მაშინ გამოდის, რომ სომხეთში ნაპოვნი თხის მუმია ათასი წლით უფრო მეტი ხნისაა ეგვიპტეში ნაპოვნ უძველეს მუმიფიცირებულ ცხოველებზე. რაც შეეხება ქვედაკაბას, მისგან მხოლოდ რამოდენიმე ფრაგმენტი იყო დარჩენილი, მაგრამ ესეც საკმარისი გახდა იმის გასარკვევად, რომ ქსოვილი დამზადებული იყო სელისაგან გაკეთებული ლენტებისაგან დაწვნის მეთოდით. შეუძლებელია მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა ქვედაბოლო დასრულებული სახით და მამაკაცი ატარებდა მას თუ ქალი, მაგრამ ფაქტი ერთია: სომხეთის გამოქვებულში ნაპოვნი ქვედაკაბა წარმოადგენს ტანსაცმლის უძველეს სახეობას, დამზადებულს ნაქსოვი სახით.



5. ყველაზე ძველი კაბა - ასაკი 5000 წელი



image



კაბა არქეოლოგებმა 1913 წელს იპოვეს, თუმცა ნაპოვნის მნიშვნელობა 1977 წლამდე უცნობი იყო. ის აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთ ეგვიპტურ სამარხში, კაიროდან 48 კილომეტრის დაშორებით. კაბის ქსოვილი დამზადებულია სელის ბოჭკოსაგან და წარმოადგენს ტანსაცმლის უძველეს დეტალს, შექმნილს ტექსტილისაგან. კაბის სახელოები გოფრირებულია, ხოლო მკერდზე ის გაწყობილია კოკეტკით. კაბას დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა ვინმე ეგვიპტელი ქალბატონი-ამაზე მეტყველებს ნაოჭები და ნაკეცები იღლიისა და იდაყვის მიდამოში. სამოსი სამარხში უკუღმა გადაბრუნებული იდო. სავარაუდიდ, ის რომელიმე დიდგვაროვან ქალბატონს ჩააყოლეს დაკრძალვის დროს. კაბა ინახება ლონდონში, ალბერტისა და ვიქტორიას მუზეუმში (Victoria and Albert Museum). მუზეუმის თანამშრომლებმა ის აბრეშუმის თხელ სარჩულზე დაამაგრეს, რათა დაზიანებისაგან დაეცვათ და საგამოფენო დარბაზში ექსპონატის სახით წარმოედგინათ.




6. ყველაზე ძველი შარვალი - ასაკი დაახლოებით 3000 წელი



image



მსოფლიოში უძველესი შარვალი აღმოჩენილი იქნა 2014 წელს ჩინეთში, იანგჰაის (Yanghai) ნეკროპოლში. მიუხედავად იმისა, რომ შარვალს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა მისი მფლობელი, ის მშვენივრადაა შენახული და საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ პირველი შარვალი გაჩნდა მომთაბარე ცხენოსან ტომებში, რომლებიც ამ მიდამოებში ცხოვრობდნენ დაახლოებით 4000 წლის წინათ. როგორც ჩანს, შარვალი გამოიყენებოდა სხეულის სიცივისაგან დასაცავად და ცხენზე მოხერხებულად ჯდომისათვის. უდაბნომ, რომელიც იანგჰაის ნეკროპოლს გარს აკრავს, ხელი შეუწყო იმას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტექსტილი და სხვა უძველესი თხელი ქსოვილები კარგად შენახულიყო და ჩვენამდე მოეღწია. ნეკროპოლში ნაპოვნი იქნა აგრეთვე ისეთი ნივთები, როგორიცაა ცხვრის ტყავის ფეხსაცმელები, ფრთებით მორთული შლიაპები, ბაჰრამით გაწყობილი კაბა და თეძოზე შემოსახვევი უთხელესი ქსოვილი.




7. ყველაზე ძველი ჩანთა - ასაკი 4500 წელი



image



ეს არის მსოფლიოში უძველესი ჩანთა, მორთული ძაღლისა და სხვა ცხოველების კბილებით. არქეოლოგებმა ის 2012 წელს იპოვეს ლაიფციგთან ახლოს, გერმანიაში. როგორც ჩანს, ჩანთა შეკერილი იყო ტყავისაგან, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშალა, ხოლო ზემოდან ის დაფარული იყო სხვადასხვა ცხოველის ასობით კბილით. მკვლევარები ამბობენ, რომ ის, რაც ამ ჩანთისაგან დარჩა, ძალიან ჰყავს ქალის თანამედროვე ჩანთას გადასაწევი შესაკრავით. კბილები ისე იყი ჩანთაზე დაკერებული, რომ მათ ზუსტად ერთი მიმართულება ჰქონოდათ. ამავე სამარხში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გაცილებით გვიან (დაახლოებით 50 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე) დამარხული ქალის ნეშტი, რომელსაც 450 გრამამდე ოქროს სამკაულები ეკეთა.




8. ყველაზე ძველი სვიტერი - ასაკი 1700 წელი


image



მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაქსოვი სვიტერი ნაპოვნი იქნა ნორვეგიის ერთ-ერთ მყინვარში 2013 წელს. მომწვანო-მოყავისფრო სვიტერი ნავისებური ყელით მოქსოვილი იყო ცხვრის მატყლისაგან დაახლოებით 175 სანტიმეტრი სიმაღლის მამაკაცისათვის. როგორც ჩანს, ასეთი დიზაინი ევროპაში მოდაში იყო რკინის ხანაში. სვიტერი საკმაოდ კარგადაა შენახული, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდხანს იცვამდა პატრონი. ეს ჩანს იქედან, რომ ის დაკემსილია ორ ადგილას. სვიტერი შესაძლებელია იყოს უძველესი ეგზემპლარი მეორადი ტანსაცმლისა: როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, პირველ პატრონს ის უსახელო ეცვა, ხოლო ახალმა მფლობელმა, როგორც ჩანს, ოსტატს სახელოები მოაქსოვინა. გარდა სვიტერისა, მყინვარში ნაპოვნი იქნა აგრეთვე ტექსტილის 50-მდე ფრაგმენტი, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია და მათი ასაკი დადგენილი არაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობა უახლოეს წლებში კიდევ მრავალი უძველესი ტანსაცმლისა და აქსესუარებისპოვნაში დაეხმარება არქეოლოგებს.



9. მსოფლიოში ყველაზე ძველი წინდები - ასაკი 1600 წელი



image




ჩვენს სიაში ჩამოთვლილ საგნებთან შედარებით ნაკლებად ძველი, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ხნის წინდები მიეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400- 250 წლებს. რომაულ - ეგვიპტური წარმოშობის ეს წინდები ნაპოვნი იქნა ცენტრალური ეგვიპტის ძველბერძნული კოლონიის ნეკროპოლში 1800 წელს. ზოგიერთმა მკვლევარმა მას უცხოპლანეტელის წინდები, ზოგმაც ომარის წინდები შეარქვა. შალის ძაფით ნაქსოვი წინდები მკვეთრი წითელი ფერისაა და აქვს ცალკე გამოყოფილი ნაწილი ცერა თითისათვის, სავარაუდოდ იმისათვის, რომ სანდლები უფრო კომფორტულად ეტარებინათ. წინდები მოქსოვილია ქსოვის უნიკალური ტექნიკით-კერძოდ ერთი საქსოვი ჩხირით, რომელიც ქარგვას უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ქსოვას. ქსოვა იწყებოდა ცერა თითიდან და მთავრდებოდა ქუსლით.




10. ყველაზე ძველი ბიუსტჰალტერი და ტრუსები - ასაკი 600 წელი

image




ამ აქსესუარებს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ სრულიად ახალი ტოპ-ათეულის სხვა კომპონენტებთან შედარებით. ყველაზე ძველი თეთრეული აღმოჩენილი იქნა 2008 წელს ავსტრიაში, ერთ-ერთი ციხესიმაგრის იატაკის ფიცრების ქვეშ. ტექსტილის 2700-მდე სხვადასხვა ფრაგმენტს შორის აღმოჩენილი იქნა სელის ბოჭკოსაგან დამზადებული 4 ბიუსტაჰალტერი, რომლებიც იატაკის საფარქვეშ ეწყო ლენგბერგის ციხესიმაგრეში (Lengberg Castle). მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბიუსტჰალტერები დაახლოებით 1390 -1485 წლების შუალედს ეკუთვნის, ამ პერიოდში ქალების ამ აქსესუარს "მკერდის ტომრებს" უწოდებდნენ. ოთხივე მათგანს სრულიად განსხვავებული ჯამები და ბრეტელები ჰქონდა, ორი მათგანი კი წარმოადგენდა ბიუსტჰალტერისა და კოფთის კომბინაციას უამრავი თასმის გასაყრელი ნახვრეტით. ტანსაცმლის ამ გროვაში, მკვლევარების გასაოცრად, ნაპოვნი იქნა საკმაოდ თანამედროვე დიზაინის ტრუსები, რომლებსაც შუა საუკუნეებში ქალები კი არა, მამაკაცები ატარებდნენ.

0
274
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0