x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433808
როგორ მოვამზადოთ სურნელოვანი საპონი საკუთარი ხელით

image
საკუთარი ხელით მოვამზადოთ სურნელოვანი საპონი ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის–ეს სულაც არ არის ძნელი!

საჭიროა მონდომება და რაღა თქმა უნდა-მარჯვე ხელები!

სცადეთ და ნამდვილად გამოგივათ და შედეგით გაოცებული დარჩებით!


მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

რომელიმე ხარისხიანი საბავშვო საპონი–1 ან 2 ც.

მაღალხარისხიანი ზეთი(ზეითუნის, ქოქოსის, აბუსალათინის..)–2 ჩ/კ 100 გრამ საპონზე.

სასურველი ინგრედიენტის ეთერზეთი–რამდენიმე წვეთი.

რამოდენიმე ფერის უმაღლესი ხარისხის საკვები საღებავი.

ფორმები-დიდი მართკუთხედის ფორმის, რომ მომზადების შემდეგ მზა საპონი დანიტ დავჭრათ ან პატარა ზომის ფორმები, შეიძლება სილიკონისაც კი.

image


მომზადების წესი:

საბავშვო საპონი დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დადგით გასადნობად წყლის ორთქლზე.


მნიშვნელოვანია:

მასა უნდა გალღვეს მაგრამ არ უნდა ადუღდეს!შემდეგ ამოიღეთ წყლის აბაზანიდან, დაუმატეთ გამზადებული ჩვენთვის სასურველი ზეთი, 2 ჩაის კოვზი 100 გრამ საპონზე, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, ცხელსავე შეურიეთ საღებავები, ცოტა ხანი გააჩერეთ და ჩაასხით ფორმებში ფერთა სასურველი თანმიმდევრობით.

ასე მომზადებულ საპონს შეგვიძლია დავუმატოთ რომელიმე ყვავილის ფურცლები, ზღვის მარილი, ჩაი, როგორც შავი, ასევე მწვანე(მისი გამოყენების შემთხვევაში საპონს ექნება შესანიშნავი სკრაბის ეფექტი),

თუმცა გაითვალისწინეთ რომ ამ ინგრედიენტების დამატება შესაძლებელია მხოლოდ მანამ სანამ ფორმებში ჩაასხამდეთ თბილ მასას.

გისურვებთ წარმატებებს!

image

0
206
2-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0