x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ანარქია- სამართლიანობა უსამართლობაში, ნაწილი 2
image

თანამედროვეობის ანარქიულობას, რომელიც დაფარულია ათასგვარი სიყალბით, განაპირობებს ადამიანების შესაძლებლობების ნაირგვარობა და მათი გამოყენების დიაპაზონი. აი მაგალითად ავიღოთ ადამიანი, რომლის ორი კონკრეტული მონაცემი, პირობითად, 1-ფიზიკური ძალა, 2-გონებრივი ძალა. თუ ერთი ადამიანის მონაცემებს დავთვლით და გამოვსახეთ ციფრებით: გონებრივი ძალა 5 და ფიზიკური 7, ხოლო მეორე ადამიანის გონებრივი ძალა 8 და ფიზიკური 2. ამ შემთხვევაში გადარჩენისთვის ბრძოლაში გადარჩება ის, რომლის კოეფიციენტიც საერთო ჯამში გადააჭარბებს მეორისას და სწორედ ეს იქნება სამართლიანი. მაგრამ კანონები ადამიანს არ აძლევს საშუალებას დაიხარჯოს ბოლომდე და გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. აი ეს კი უსამართლობაა. სწორედ ეს უსამართლობა განაპირობებს არარელევანტურ პრივილეგიებს, სუსტების მხრიდან, ძლიერების მიმართ. თუ წარმატების მიღწევისთვის, რაიმე მონაცემით გამორჩეულს შეუძლია აჯობოს სხვას, ეს რატომ არ უნდა გააკეთოს? იმიტომ, რომ არ ჯდება კანონის ფარგლებში? იმიტომ, რომ იქნება ქაოსი? იმიტომ, რომ სუსტები დაკარგავენ პრივილეგიებს? და რა არის კანონი, რა არის სამართალი? ვინ წყვეტს რომელი კანონი მიიღოს და რომელი იქნება სამართლიანი?

ადამიანი სოციალიზაციის მსხვერპლია, რასაც ფსიქოლოგებიც ადასტურებენ, იმით, რომ გარემოს როლზე დავა შეწყდა. ისეთივე მნიშვნელოვანია გარემო, თუ, ეტად არა, როგორიც გენეტიკა. ხოლო თუ კი ადამიანი გარემოს გავლენის ქვეშაა და იმ გამცდილების, რაც ცხოვრების მანძილზე განვლო, როგორ შეიძლება მის მიერ მიღებული კანონი, თავისუფალი იყოს ადამიანური საწყისებისგან და წინასწარ განსაზღვრული იდეოლოგიური ძვრებისაგან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ვერ განსაზღვრავს რა არის საყოველთავოდ სამართლიანი. რადგან გამოჩნდება ვიღაც, ვინც ასე არ იფიქრებს და ვისაც ექნება უფლება საკუთარი სიცოცხლე თავად განკარგოს.

ამოსავალი წერტილი ისაა, რომ აწ დაწერილი კანონები კლავენ ადამიანის პოტენციალს და შესაძლებლობას მიაღწიოს სხვაზე მეტს, თუნდაც ადამიანის ფიზიკური განადგურების ხარჯზე. თუკი წარმატებულ ადგილას ის ადამიანი ზის, ვინც გონებრივად მეტად ძლიერი აღმოჩნდა სხვაზე, ან ფიზიკურად მეტად ლამაზი, ხოლო ამის ხარჯზე გაანადგურა მოწინააღმდეგე და ეს სამართლიანია, მაშინ ფიზიკურად, როდესაც ანადგურებ კონკურენტს რატომ უნდა იყოს უსამართლო? ეს მათი დაწერილი კანონია, ვინც რომელიმე ტალანტის ხარჯზე დათრგუნა სხვა. ადგილის შესანარჩუნებლად კი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, კანონის ფარგლებში მოვაქციოთ ის ტალანტი, რომლითაც პრივილეგირებული ადამიანები სარგებლობენ. ეს მდგომარეობა დაახლოებით წააგავს იმას, რომ აწ უკვე დაბადებულები მიიჩნევენ აბორტს კანონიერად. იყო დრო, როცა ძალმომრეობის ხარჯზე აღწევდნენ ადამიანები წარმატებას და ჩკვიან ადამიანებს ჯადოქრებად მიიჩნევდნენ, დევნიდნენ მათ და უსამართლოდ მიიჩნევდნენ გონებრივ ხრიკებს. დრო ცირკულირდა და მივიღეთ შებრუნებული მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ხომ გვასწავლეს სკოლაში, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება... მაგრამ თუ კი დადგება დრო, როცა რევოლუციური გზით ადამიანები გადაწყვეტენ ბოლო მოუღონ უკანონო კანონებს და უსამართლო სამართალს, აი მაშინ გაიმართება ჭეშმარიტი ასპარეზი და ბრძლოა გადარჩენისთვის, სადაც ყველას თანაბარი შანსი ექნება გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე.


საქმე იმაშია, რომ ჰობსისეული ანარქიის კრახი გარდაუვალია. ჯერ არ ყოფილა ძალა, რეალური ძალა, რომელსაც ანარქიული მიღწევებით ესარგებლა, მაგრამ მოდი განვიხილოთ უტოპიური მაგალითი: დაუშვათ მსოფლიოში დამყარდა ანარქია, გაქრა სახელმწიფო, გაქრა კანონი, რა იქნება შემდეგ? შემდეგ ადამიანები დაუბრეუნდებიან ბუნებრივ მდგომარეობას, სადაც დაიწყება ბრძოლა გადარჩენისთვის. ადამიანებს შიში და სიცოცხლის წყურვილი აიძულებთ შექმნან კოალიციები და ჯგუფები, თვდაცვის ან თუნდაც თავდასხმის მიზნით, ასევე რესურსების განკარგვის. იქნება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოიპოვებს დომინანტ პოზიციას. მათი დაკომპლექტება კი განპირობებული იქნება წარსული ურთიერთობებით. როდესაც გაჩნდება დომინანტი ჯგუფები, ისინი თანდათან დაიწყებენ გაფართოებას იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც მათთან თავდაცვის ან რესურსების მოპოვების მიზნით გაერთიანდება. შემდეგ დაიწყება ომები, დაპყრობები, სამშვიდობო ზავები და განმეორდება ყველა ის პროცესი, რაც რაზმიდან, თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე იყო, ერთი გაანსხვავებით. ეს ყველაფერი გაცილებით სწრაფი ტემპით მოხდება. ხოლო, როცა კვლავ ცირკულირდება ანარქია სახელმწიფოდ, შემდეგ ეს პროცესი ხელახლა დაიწყება და ასე დაუსრულებლად.

4
28
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგა ლობჯანიძე
გოგა ლობჯანიძე
28
  
2018, 10 მარტი, 16:59
მაგ კითხვებზე თუ გნებავთ პასუხი, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს მეორე სტატიას, ანარქია-წესრიგი ქაოსში
2018, 10 მარტი, 9:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 მარტი, 9:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 მარტი, 8:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4