x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დიასახლისების უმრავლესობა ამ ბოსტნეულს არასწორად ირჩევს
image

ბოსტნეულის გარეშე თითქმის არცერთი კერძი არ მზადდდება, ჩვენც მათ პრაქტიკულად ყოველდღე ვყიდულობთ, მაგრამ სწორად ვირჩევთ კი? ეს პატარა “შპარგალკა" სწორედ ამის გარკვევასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ:


ხახვი

imageთეთრი(ტკბილი) ხახვი-ყველაზე ტკბილია ხახვის ჯიშებიდან. გამოიყენება ძირითადად უმი სახით, სალათებში. მთავარი მინუსი-შენახვის მცირე ვადებია.



ყვითელი ხახვი-ყველაზე გავრცელებული სახეობაა. გამოიყენება შეწვის, ცხობის, კერძების მომზადებისას, კარამელიზაციისას. სალათებისთვის არ გამოდგება, მისი მძაფრი არომატის გამო.


წითელი ხახვი- ყველაზე ცუდად ინახება სხვა ჯიშებთან შედარებით. გამოიყენება ძირითადად სენდვიჩების, პიცის, მსუბუქი სოუსების მოსამზადევლად. მოხრაკვისას მონაცრისფრო შეფერილობას იღებს და ამის გამო უმად გამოყენება ჯობია.


შალოტი-შალოტი მწარე არაა, ამიტომ მას გარნირშიც იყენებენ. ზოგადად, შალოტი უნივერსალურია და მისი გამოყენება ყველა კერძში შეიძლება. ჩინეთში მის ჩიპსებსაც კი ამზადებენ.


კომბოსტო

imageკოლრაბი-გერმანულიდან თარგმანში კოლრაბი კომბოსტო-თალგამს ნიშნავს, საქართველოში კი მას კეჟერას უწოდებენ. ეს კომბოსტო მდიდარია С ვიტამინით. მისი მომზადება ნებისმიერი საშუალებით შეგიძლიათ, თუმცა უმი უფრო გემრიელია.


ბრიუსელის-ამ კომბოსტოს მომზადების სხვადასხვა რეცეპტი არსებობს, მას მსუბუქი სიმწარე გაჰკრავს. თუ ღერო მოჭრილი აქვს, საყინულეში უნდა შეინახოთ, თუ მოსაჭრელია-მაშინ-ბოსტნეულის განყოფილებაში. შეიცავს ვიტამინ B-ს, PP-ს და C-ს.


ყვავილოვანი-ყვავილოვანი კომბოსტო ადამიანის ორგანიზმის მიერ სხვა ჯიშებთან შედარებით ყველაზე უკეთ შეითვისება და სასარგებლო ნივთიერებებითაც ყველაზე მდიდარია, ამიტომ, იდეალურია საბავშვო რაციონისთვის. გამოდგება ნებისმიერი თერმული დამუშავებისთვის, თუმცა სასარგებლო ნოვთიერებების უკეთ შენარჩუნებისთვის გათუთქვა ყველაზე კარგი არჩევანია.


ბროკოლი-ჩემპიონია A ვიტამინის შემცველობით.უმჯობესია გაყინოთ თუ ინახავთ, თუმცა ხელმეორედ გაყინვა რეკომენდებული არაა. ძირითადად უმად ან მოხარშული მიირთვათ, აჯობებს.


სავოიის-შეგიძლიათ მოშუშოთ, მოხარშოთ-გამოიყენოთ იმ კერძებში, რომელშიც ჩვეულებრივ თეთრ კომბოსტოს ვიყენებთ. ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ თავს, რაც უფრო მრგვალია, მით უფრო გემრიელია.


კარტოფილი

imageკარტოფილი შესაწვავად და გამოსაცხობად- ამ მიზნით და ფრის მოსამზადებლად შეარჩიეთ კარტოფილი, რომლის კანის ფერი მოთეთრო-მოყვითალოა.ასეთი კარტოფილი სახამებლის მაღალი შემცველობისაა, 15% და მეტი.


სალათებისთვის-სალათებისთვის და ისეთი კერძებისთვის, რომელშიც კარტოფილმა ფორმა უნდა შეინარჩუნოს, უკეთესია თუ “ახალ" კარტოფილს გამოიყენებთ, მათში სახამებელი ცოტაა.ჯიშს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თუ ახალი კარტოფილის სეზონი არაა, შეარჩიეთ წითელკანიანი კარტოფილი, სახამებლის შემცველობა მასში 15%-მდეა.


კარტოფილი პიურესთვის-პიურესთვის იდეალურია კარტოფილი, რომელიც 20% და მეტ სახამებელს შეიცავს. ასეთ კარტოფილს მუქი კანი და ძალიან თეთრი რბილობი აქვთ.


ბულგარული წიწაკა

image

მწვანე-ეს უბრალოდ მოუმწიფებელი წითელია, რომელიც მართალია მწიფე სახეობას მინერალების შემცველობით ჩამორჩება, მაგრამ ვიტამინ С-ს დიდი რაოდენობით შეიცავს. გემოთი გაცილებით მომწაროა, რაც მისი დაუმწიფებლობით აიხსნება.


ყვითელი-მწიფობის შუა პერიოდში წიწაკას ასეთი შეფერილობა აქვს. ფორთოხლისფერი წიწაკა უფრო ტკბილი და მინერალებით მდიდარია, ვიდრე ყვითელი, რაც სიმწიფესთან მიახლოების შედეგია.


წითელი-ყველაზე სასარგებლოა, შეიცავს ვიტამინ A-ს და ბეტა-კაროტინს. С ვიტამინი კი მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე მწვანე შეფერილობის წიწაკაში. გემოც გაცილებით ტკბილია სხვა შეფერილობებთან შედარებით, რაც მისი სრული სიმწიფით აიხსნება.


0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0