x
image
ღიმილიანი
"ქალი ისე უნდა გიყვარდეს, რომ...." - რას წერენ მწერლები ქალების შესახებ, ფრაზები წიგნებიდან

image





- თქვენ როგორი ქალები მოგწონთ?

- სიმართლე გითხრათ ქალებში კარგად ვერ ვერკვევი.

- ქალებში ვერავინ ერკვევა კარგად, ვერც ფროიდი, ვერც თვითონ ქალები. ეს ელექტროობას გავს რაღაც მხრივ;


არაა აუცილებელი ელექტროობაში ერკვეოდე იმისთვის, რომ დენმა დაგარტყას.


კარლოს საფონი "ქარის აჩრდილი"



image



ქალს, რომელმაც შენზე უკეთ იცის შენი სისუსტე და წარუმატებლობა, შენი სულის რუკა ხელისგულზე ახატია და ყველაფრის მიუხედავად უყვარხარ. ქალი იმდენ სითბოს გითესავს გულში, რომ მანამ ვერ გააცნობიერებ, რა ძვირფასია შენთვის, სანამ არ დაკარგავ..


ელიფ შაფაქი - "ღირსება"



image




ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდამიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა.


ერიხ მარია რემარკი - "ტრიუმფალური თაღი"



image



ქალი, რომელსაც კატები არ უყვარს, კაცს ვერ გააბედნიერებს.


ორჰან ფამუქი " უმანკოების მუზეუმი"



image



ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია.


გოდერძი ჩოხელი " ადამიანთა სევდა"



image


"რას ეძებს ყველა თქვენგანი? – ბედნიერებას. ქალისთვის კი ბედნიერება ის არის, რომ იგი უყვარდეთ, მას ეტრფოდნენ, ჰყავდეს მეგობარი, რომელსაც გაანდობს ყველა თავის სურვილს, ყველა ფანტაზიას, თავის წყენასა და თავის სიხარულს. ჩაახედებს თავისი გულის სიღრმეში, სადაც დაანახებს თავის შეცდომებს და საუკეთესო თვისებებს და არ შეეშინდება ღალატის.."


ონორე დე ბალზაკი


image



თუ ქალი დროსა და ნერვებს უფრთხილდება, არ წუწუნებს ყველაფერზე, არ ტირის და არც სკანდალებს აწყობს, ესე იგი, მისთვის არაფერს წარმოადგენთ


ერიხ მარია რემარკი image


"ქალი ისე უნდა გიყვარდეს.. მას აზრადაც არ უნდა მოუვიდეს, რომ სხვას ამაზე მეტი სიყვარული შეუძლია..."

1
1210
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1210
  
2018, 5 მაისი, 20:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1