x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური კაბები
image

კაბა-ყველაზე ქალური სამოსია ქალის გარდერობში, საკმარისია ლამაზი კაბა ჩაიცვათ და ყველას ყურადღებას მიიპყრობთ და უმალ კომპლიმენტებით აგავსებენ.

ამ სეზონზე კი დიზაინერები საინტერესო იდეებს გვთავაზობენ და აქცენტს ფერადოვნებაზე აკეთებენ. მთავარი ამ სეზონზე კაბების ასიმეტრიული სილუეტებია.

ჰაეროვანი, ქალური, მსუბუქი, ესთეტიური და კომფორტული-ასე შეიძლება დავახასიათოთ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კაბები.


1.წითელი, სადა კაბა, რომლის მორთულობაც მხოლოდ ქამარია.

image

2. მქრქალი ცისფერი კაბა-ხალათი, ქამრით და ფრიალა სახელოებით.

image

3.მსუყე, მუქი ფერი, ნაკეცები და ფენები-ეს არამხოლოდ მოდურია ამ სეზონზე, ლამაზიცაა.

image

4.მსუბუქი ქსოვილი, თავისუფალი ფასონი, ფართო სახელოები, დაბალი წელი, სიგრძე-მინი და ნაოჭები. ქალურია და არა გამომწვევი.

image

5. რეტრო-ერთერთი ძირითადი სტილია ამ სეზონზე. აქცენტი წელზე კეთდება, სიგრძე-მუხლამდე და გამოკვეთილი დეკოლტე.

image

6.კაბა-ხალათი ყვავილების პრინტით.

image

7.ამ კაბაშიც სეზონის ტრენდი იკვეთება:თავისუფალი, ნაოჭებიანი და ფართო სახელოებით.

image

8. შავი, თეთრწინწკლებიანი კაბა თქვენს გარდერობში მოდურ რეტრო -სტილის ნოტებს შემოიტანს.

image

9.სპორტული სტილის, სწორი და სექსუალური თეთრი კაბა ღრმა დეკოლტეთი, მთავარი იარაღი გახლავთ მამაკაცთა გულის მოსაგებად.

image

10.ეს ვარიანტი კი ქალურობის, დახვეწილობის და ელეგანტურობის განსახიერებაა.

image

11.ნახევრადგამჭვირვალე ნაზი ქსოვილი, რძიანი ყავის შეფერილობით-შესანიშნავი გადაწყვეტაა კაბისთვისimage

12.ცისფერი ფერის ჯინსის სარაფანი ფართო აჭიმებით-მოდური და პრაქტიკული მოდელია, რომელიც შეგიძლიათ სახელოებაწეულ კუბოკრულ პერანგს შეუხამოთ.

image

13. და ისევ შესანიშნავი წითელი, ასიმეტრიული ფორმის და მაქმანებით.მშვენიერი გადაწყვეტაა როგორც ზღვაზე დასვენებისთვის, ისე ქალაქის ცხელ დღეებში სატარებლად.

image

14. მსხვილი პრინტი, ფრიალა ფასონი და ფართო აჭიმები კაბას ბუნებრიობას და მიმზიდველობას აძლევს.

image

15.ასიმეტრიას შეუძლია დახურული კაბაც კი ეფექტურად წარმოაჩინოს, როგორც ამ კაბის შემთხვევაში.

image


0
2372
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0