x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ყოველდღიური აქტივობა, რომელიც აზიანებს ხერხემალს
ხერხემალი ადამიანის საღერძე ჩონჩხის ძირითადი ნაწილია. ხერხემალი შედგება 34 მალისგან. მალები ძალიან მოქნილია და იცავს ზურგის ტვინს, საყრდენს უქმნის თავს და მიმაგრების წერტილებით უზრუნველყოფს მენჯისა და გულმკერდის ყაფაზის მდგრადობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ასაკში იზრუნოთ ხერხემალზე.


სტატიაში გთავაზობთ 8 ყოველდღიურ აქტივობას, რომელიც შესაძლოა სახიფათო იყოს თქვენი ხერხემლისთვის.







1. ზურგჩანთის ტარება


ზურჩანთებს მხოლოდ სკოლის მოსწავლეები კი არა, ზრდასრულებიც ატარებენ. მძიმე ჩანთას და მის არასწორად დაჭერას კი ნეგატიური ეფექტი აქვს ხერხემალზე.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ საბედნიეროდ, ზურგჩანთას ორი ღვედი აქვს. გამოიყენეთ ორივე!


➤ უპირატესობა მიანიჭეთ ფართო და რბილღვედიან ზურგჩანთებს. ასეთი ღვედები კისერზე და ხერხემალზე დაწოლის წნევას ამცირებს.

image








2. კბილების გახეხვა


როცა ვდგავართ, ხერხემალზე წნევა გაცილებით მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ვსეირნობთ. თუ დღეში 4 საათი დგომა გიწევთ, უნდა იპოვოთ რამე გზა, რომ შეამსუბუქოთ ხერხემალზე დაწოლის წნევა.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ როცა კბილებს იხეხავთ, თავისუფალი ხელით მიეყრდენით კედელს.

image










3. ჭურჭლის რეცხვა


ჩვეულებრივ, ჭურჭლის რეცხვის დროს ნახევრადმოხრილ პოზაში ვდგავართ, რაც მხრების ტკივილს იწვევს.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ რეცხვის დროს ცალი ფეხი სკამზე ან ტაბურეტზე დადგით. ეს დაწოლის წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ.

image










4. მანქანის ბორბლის გამოცვლა


თითქმის ყველა მანქანის მფლობელი ყოფილა იძულებული, ერთხელ მაინც გამკლავებოდა ამ პრობლემას. ალბათ, მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში ზურგის ტკივილი გაწუხებდათ.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ არ მოიხაროთ. ჩაჯექით ისე, რომ პირდაპირ უყუროთ ბორბალს.

image









5. სუპერმარკეტში ნაყიდი ნივთების წამოღება


სუპერმარკეტში პროდუქტის შეძენის შემდეგ მეორე პარკიც აიღეთ და პროდუქტი თანაბრად გადაანაწილეთ, ეს თქვენს ხერხემალს ზედმეტი წნევის დაწოლისგან დაიცავს.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ გახსოვდეთ, მძიმე საგნები დაბლა დაშვებულად უნდა გეჭიროთ. როგორც წესი, ქალებისთვის "მძიმე" 2 კილოგრამზე მეტს ნიშნავს, კაცებისთვის კი - 5 კილოგრამზე მეტს.

➤ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წონა ორივე ხელზე თანაბრად გადაინაწილოთ.

image









6. იატაკის მორეცხვა


ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ვრეცხავთ იატაკს და ამით ხერხემალს ვიზიანებთ. დაძაბული ფეხები და ზურგი, მკლავების აქტიურად მოძრაობა, წინ გადახრა - ეს ყველაფერი ერთად ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ არ მორეცხოთ იატაკი ხელებითა და იატაკის ტილოთი. ამისთვის გამოიყენეთ შვაბრა ან იატაკის ჯაგრისი.

image








7. ფეხსაცმლის თასმების შეკვრა


ყველაფერი, რასაც მოხრილ მდგომარეობაში ვაკეთებთ, ვნებს ჩვენს ხერხემალს. ხერხემალს ძილის დროსაც დიდი წნევა აწვება, ამიტომაც კარგი იქნება, დღის განმავლობაში თუ არ დავტვირთავთ მას.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ კარგი იქნება, თუ თასმას სკამზე დამჯდარი შეიკრავთ, ისე, რომ ხერხემალი გამართული გქონდეთ.

image








8. სიმაღლიდან მძიმე ნივთების ჩამოღება


როცა რაღაცის ასაღებად მაღლა იწევთ, ხერხემალი იჭიმება. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოსდის მას იმ დროს, როცა მძიმე წონას აიღებთ ხელში და ხერხემალი საწყის პოზიციას დაუბრუნდება.

რა თქმა უნდა, ერთი ასეთი ქმედებით არაფერი მოხდება, მაგრამ რეგულარულად გამეორებას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდეს.


როგორ ავიცილოთ პრობლემა

➤ თუ გინდათ, რომ რაღაც მძიმე ჩამოიღოთ სიმაღლიდან, სკამზე ადით და ისე მიწვდით საგანს. ეს ხერხემალზე დაწოლის წნევას შეამცირებს. იდეალური იქნება, თუ ასაწევი წონა თქვენი გულ-მკერდის სიმაღლეზე იქნება.

image







––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 14 ყველაზე მტკივნეული რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს ცხოვრებაში

image


2. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით

image


3. როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს გულის შეტევა აქვს - პირველადი დახმარების წესები, რომელმაც შესაძლოა ერთ დღეს ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოს

image

10
359
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
359
  
2018, 14 მარტი, 0:52
ელექტრო გამომთვლელი მანქანა
2018, 13 მარტი, 1:48
ამ ლექსიკონში სიტყვა "კომპიუტერიც" არ იძებნება და მაშინ მითხარით ამ სიტყვის ქართული შესატყვისი:)))
2018, 13 მარტი, 1:00
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=8&t=dict&w1=%E1%83%A8&w2=%E1%83%95
2018, 13 მარტი, 0:55
ოტია იოსელიანის სიტყვები გააქვს მოსმენილი??????????
2018, 13 მარტი, 0:43
ინგლისური swab და mop -ის ქართული შესატყვისია "შვაბრა" :)
2018, 13 მარტი, 0:32
არც ქართული არ არის. რუსულია. ოტია იოსელიანის სიტყვები გააქვს მოსმენილი??????????
2018, 12 მარტი, 1:31
არ ვიცი, რამდენად ძირძველია:)
2018, 12 მარტი, 1:25
ქართული ძირძველი სიტყვაა ხო???????
2018, 10 მარტი, 0:34
გამარჯობა, შვაბრა არის ერთგვარი ცოცხი, რომელსაც იატაკის გასარეცხად იყენებენ.

იხილეთ ლინკი: https://previews.123rf.com/images/photoroad/photoroad1502/photoroad150200294/36258553-floor-swab.jpg
2018, 10 მარტი, 0:11
შვაბრა 5რა არის?????????????
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10