x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„თქვენ იმის გაგება გინდათ, რაც ჯობდა მეც არ გამეგო“ - მეუფე გრიგოლმა მამა გიორგი მამალაძე მოინახულა

image


დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხეში "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მოინახულა. როგორც მეუფემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას სურდა პირადად მოესმინა გიორგი მამალაძისგან, თუ რისი თქმა სურდა მას. მისივე განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის გარემოებათა მსხვერპლი.


„ბურუსი რაღაც ნაწილში გაიფანტა, რაღაც ნაწილში კიდევ ურო მეტი გაჩნდა, მაგრამ იმაზე მეტი, რასაც გეუბნებით, არ შემიძლია ვთქვა, ეს არის საუბარი სასულიერო პირებს შორის. მე ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია, რომ იგი მხოლოდ ერთადერთი ყოფილიყო ამ საქმეში, თუ უდანაშაულოა, მაშინ რატომ იმყოფება საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც ჩნდება, ჩემი კითხვები არ გაფანტულა, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. თქვენ იმის გაგება გინდათ, რაც ჯობდა მეც არ გამეგო. არის თემა, რომელიც დაცულია, მით უმეტეს, რომ მისი სურვილი არ ყოფილა, რომ ჩემი მხრიდან რაიმე განცხადება გაკეთებულიყო. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი, მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ დამნაშავეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადმიანი არის გარემოებათა მსხვერპლი", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.


ციანიდის საქმე საუკუნის გახმაურებულ საქმედ არის მიჩნეული.

0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0