x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რობოტი, რომელიც სწრაფი კვების რესტორანში მუშაობს
image

კალიფორნიის ქალაქ პასადენას სწრაფი კვების რესტორანში თანამშრომელს, სახელად ფლიპს საათში 150 სტეიკის შეწვა შეუძლია. ეს იმაზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე რესტორნის სხვა თანამშრომლების. ისინი კი, ფლიპისგან განსხვავებით ხელფასებს და სხვადასხვა ტიპის სარგებელს ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ ფლიპი თანამშრომელი კი არა Miso Robotics-ის მიერ სპეციალურად ბურგერების ბიზნესისთვის შექმნილი რობოტია.

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, სამზარეულოს იატაკზე დამაგრებული ექვსღერძიანი რობოტული მექანიზმი CaliBurger-ში ლანჩის დროსაც მუშაობს. ის შეკვეთებს ციფრული საბილეთო სისტემის მეშვეობით იღებს და მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივი თანამშრომელი ხორცის ნაჭრებს შესაწვავად დაალაგებს, შეწვის პროცესს აკონტროლებს და გამზადებისთანავე აშორებს მათ ადგილიდან. თანამშრომლის მიერ უმი ხორცის განლაგების პროცესს ბოტი, როგორც თერმული და რეგულარული ხედვის, ასევე კამერების საშუალებით გრძნობს.

მიუხედავად იმისა, რომ ფლიპი ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის ჯერ კიდევ საჭიროებს ადამიანის ხელს, ის შეიძლება სწრაფი კვების ინდუსტიაში მომუშავე 3, 8 მილიონი ამერიკელისთვის ახალი ამბის მაუწყებელი აღმოჩნდეს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის ამერიკული სამუშაო ძალის 40 პროცენტი შესაძლოა ტექნოლოგიების მიერ ჩანაცვლდეს. გასული 30 წლის განმავლობაში სამრეწველო ინდუსტრიაში არსებული სამუშაო ადგილების დაახლოებით 80 პროცენტი დაიკარგა ტექნოლოგიური ჩანაცვლებების გამო. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ რობოტების გამოყენება სხვა დარგებშიც გაგრძელდება, მათ შორის საცალო ვაჭრობაში.


Miso Robotics-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივიდ ზიტო ამ საკითხს გაცილებით ოპტიმისტურად უყურებს. “ კვების ინდუსტრია არსებითად სოციალურია. ასე რომ, იქ ყოველთვის იქნება ადამიანებისთვის ადგილი- მენიუს შექმნიდან დაწყებული მომხმარებლებთან ურთიერთობით და მიწოდების სერვისით დამთავრებული. სწორედ ამიტომ შევქმენით ფლიპი. ის კი არ ჩაანაცვლებს სამზარეულოში დასაქმებულებს, არამედ დამატებითი ხელის როლს შეასრულებს მათთვის’’ განუცხადა მან Business Insider-ს.

სწრაფი კვების სულ უფრო მეტი ქსელი ცდილობს მწარმოებლურობის გაზრდას რობოტიკის მეშვეობით. სან-ფრანსისკოში დაფუძნებული ვეგეტარიანული რესტორანი Eatsa, შეკვეთის და მიწოდების ავტომატიზებულ პროცესს. სილიკონის ველის ერთ-ერთი სტარტაპი სახელად Zume Pizza თავისი ნამცხვრებისთვის ასევე რობოტს იყენებს.

ნავარუდევია, რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში ფლიპი 60000 დოლარად გაიყიდება სწრაფი კვების სხვა რესტორნებზე. მინიმალური ხელფასის მქონე ადამიანი თანამშრომელი შეიძლება ახლა უფრო იაფი ჩანდეს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რობოტს დიდი მოგების მოტანა შეუძლია.

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0