x
image
თედო16
"ერთადერთი 18წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23თებერვალს წლისთავი იყო...." – მაია ასათიანის მიმართვა საზოგადოებას
image


ტელეწამყვანი მაია ასათიანი თოქ-შოუ "პროფილის" გვერდზე საზოგადოებას მიმართავს:


"უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს თქვენი თანადგომაა!

მეგობრებო არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში.


ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23თებერვალს წლისთავი იყო.... ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!" – წერს მაია ასათიანი. image


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ თოქ-შოუ "პროფილმა" თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გააკეთა, სადაც საუბარი იყო მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებზე, რის გამოც გადაცემა დროებით დაიხურა.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0