x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მოგიყვეთ საოცრება ერთგულებაზე, სიყვარულზე, თავგანწირვაზე?" - N54-ე ავტობუსის მძღოლისა და ძაღლის ამაღელვებელი ისტორია (ვიდეო)
image
ფეისბუქმომხარებელი თეკლა კალანადაძე პოსტს აქვეყნებს, რომელიც ნამდვილად ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებს:



"მოგიყვეთ საოცრება ერთგულებაზე, სიყვარულზე, თავგანწირვაზე?
ასეთ რამეებს ხომ ძალიან ვართ გადაჩვეულები დღეს, ყოველდღიურ ცივსისხლიან, პრაგმატულ გარემოში....

არ დაიზაროთ, ჩაიკითხეთ ბოლომდე... არ ინანებთ...

N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან იწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე უხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ასრულებს.


image

ამ მორბენალ საოცრებას ხომ ხედავთ? მძღოლს აცილებს... დიახ, სწორად მიხვდით, A საწყისიდან B სასრულამდე ფეხით მისდევს ავტობუსს. რატომ? იმიტომ, რომ მძღოლი კვებავს, ეფერება და ისიც, ოთხფეხი, "პირუტყვი", მის მეგობრად თვლის თავს... არ გეგონოთ, იტანჯება. პირიქით! ერთ-ერთ გაჩერებაზე უცებ ჩავირბინე და საშინლად დაქანცული ავტობუსში ამოვიყვანე. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ უბედნიერესი იყო! კუდს აქიცინებდა, ყველას შესციცინებდა, მძღოლს განსაკუთრებით... არ გაჩერდა, გაიღო თუ არა გაჩერებაზე კარები, იმ წუთასვე ქვემოთ ჩაირბინა და მოემზადა მორიგი სტარტისთვის! კარის დაკეტვა და მისი ადგილიდან მოწყდომაც ერთი იყო... მე გავოგნდი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია."-წერს სოციალურ ქსელში კალანდაძე





შეგახსენებთ, ამა წლის თებერვალში არგენტინაში გარდაიცვალა ძაღლი, გერმანული ნაგაზი, რომელიც 11 წლის განმავლობაში პატრონის საფლავს არ ტოვებდა.

მიგელ გუსმანის გარდაცვალების შემდეგ ძაღლმა სახლი დატოვა. თავიდან ოჯახი ფიქრობდა, რომ ის უბრალოდ დაიკარგა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ძაღლი მიგელის ქვრივმა მეუღლის სასაფლაოზე იპოვა, ოჯახის წევრები ძაღლის შინ დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ .2006 წლიდან მოყოლებული ძაღლი პატრონის საფლავთან ცხოვრობდა.

image



0
131
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0