x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნიკა გვარამიამ "ქვეყნის გაბანძება" უწოდა ევროვიზიაზე წარდგენილ ქართულ ჯგუფს
image

"წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს ჯგუფი "ირიაო". კვლავ უკონკურსოდ შერჩეული. დაგუგლეთ, მოუსმინეთ და თუ რამე გაიგეთ - ან რას მღერიან, ან როგორ - მეც მომიყევით. ვუსმინე და სრული კრახი გველოდება. როგორი სიმღერაც არ უნდა იმღერონ, ამ სტილში და ამ სრულიად საშუალო შემსრულებლებით (განსაკუთრებით, ის ჩინური/ფეიკი ჰამლეტ გონაშვილი რომ ყავთ) არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს.

მგონი, სერიოზულად უნდა შევისწავლოთ საზმაუზე ვინ და როგორ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს ამ ყოვლად საშუალო და ევროვიზიისთვის არაფორმატული ბენდების და შემსრულებლების მიერ ქვეყნის გაბანძების თაობაზე."-წერს სოციალურ ქსელში რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

image


მცირე ინფორმაცია:"ირიაო"ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფია, ჩამოყალიბდა თბილისში 2013 წელს, მისი ხელმძღვანელია კომპოზიტორი და მუსიკოსი დავით მალაზონია, რომელიც ერთ-ერთ პირველ ქართველ მუსიკოსად ითვლება, რომელმაც გააერთიანა ეთნომუსიკა და ჯაზი.მალაზონია ბოლო 30 წელიწადია ქმნის მუსიკას თეატრისთვის, ტელეპროექტებისთის და კინოსთვის, როგორც საქართელოში, ასევე გერმანიაში.

შემადგენლობა:

დავით მალაზონია - კომპოზიტორი, არანჟირება და ხელმძღვანელი
ნუგზარ ქავთარაძე - ქართული ხალხური ინსტრუმენტები
ლევან აბშილავა - დრამი, პერკუსია
შალვა გელეკვა - ბასი
გიორგი აბაშიძე - ვოკალი და სხვა.
მიხეილ ჯავახიშვილი - ვოკალი და სხვა.
ბიძინა მურღულია - ვოკალი და სხვადასხვა.


შეგახსენებთ, ევროვიზია 2018 -ის რიგით 63-ე მუსიკალური კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება ამა წლის 8-დან 12 მაისამდე.









imageიხილეთ აგრეთვე

5 -5 საუკეთესო ინგლისური, რუსული და ქართული სიმღერა დედაზე

image

დაპირისპირება რუსთავი-2-ის ახალი მუსიკალური პროექტის გარშემო:ნინო ჩხეიძე ნიკა გვარამიას და მარინა ბერიძის წინააღმდეგ

image

Deep purple(დიფ ფარფლი)-50 წელი სცენაზე, ფინალური აკორდი და გზა "უსასრულობისაკენ"

image

«Modern Talking» 35 წლის შემდეგ, გერმანული დისკოჯგუფი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

image

0
287
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0