x
image
alex999
Mediator image
ტარდიგრადი - მსოფლიოს ყველაძე გამძლე არსება!

ტარდიგრადი, იგივე ზღვის დათვი მსოფლიოს ყველაძე გამძლე არსებად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ტარდიგრადი არის რვაფეხა მიკროსკოპული არსება, ის მსოფლიოს ყველაზე გამძლე არსებად გამოცხადდა.


image


ზღვის დათვების შესახებ იაპონელ მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევები ჩაატარეს. ტარდიგრადების ზომა 300 დან 700 მიკრომეტრამდეა. მომრგავლებული პირით და რვა ფეხით, ზღვის დათვები იკვებებიან მიკრო ორგანიზმებით.


image


რამდენად გამძლეები არიან?


იაპონელი მეცნიერების აზრით, ტარდიგრადები 100 მილიონი წელია რაც არსებობენ ჩვენს პლანეტაზე. ისინი უძლებენ სიცხის ტემპერატურის 150 გრადუსს და სიცივის -272 გრადუსს. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ტარდიგრადებმა სივრცეშიც შეძლონ არსებობა.


image


გერმანიის შტუტგარდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის, რალფ შილის თქმით, ეს არის ერთადერთი არსება, რომელიც დინოზავრების პერიოდის მომმსწრეა . მიკრობიოლოგის აზრით, მოსალოდნელ აპოკალიფსების შედეგად, შესაძLოა დედამიწაზე ერთადერთი ცოცხალი არსება დარჩეს და ეს არსება ტარდიგრადი იქნება.



image


წყლის დათვის ნახვა მხოლოდ ელექტრონულ მიკროსკოპითაა შესაძლებელი, თუ რათქმაუნდა ზებუნებრივი მხედველობა არ გაგაჩნიათ. ძირითადად ბინადრობენ ხავსიან გარემოში და იკვებებიან მიკრო ორგანიზმებით. ეს რვაფეხა უხერხემლო უძლებს უკიდურეს წნევას, რადიაციასა და ტემპერატურას, წლების განმავლობაში ძლებს საკვების გარეშეც. ყინული მათ არ კლავს, დაახლოებით 32 წლის წინ იაპონელ მეცნიერებმა ის გაყინულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს და შეძლეს მისი გადარჩენა. უნდა ვაღიაროთ, რომ წყლის დათვები, იგივე ტარდიგრადები მსოფლიოს ყველაზე გამძლე არსებები არიან!


imageimageimageimageimageimageimage









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}

1. კოკპიტის ულამაზესი პილოტი, შვედი მალინ ოსიბან რიდკვისტი ინსტაგრამს იპყრობს!

2. აღმოჩენილია 3 ახალი "სუპერ სამყარო"

3. ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება! მუტანტი ლობსტერები, რომლებიც მამრის გარეშე მრავლდებიან

4. რატომ უნდა ავირჩიოთ მეწყვილედ "ხუჭუჭათმიანი გოგონა"?

5. 12 ყველაზე გავლენიანი ოჯახი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ისტორიაში!!!

6. რა გველის მიმდინარე წელს? (ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2018 წლის შესახებ)

7. 24 დამადასტურბელი ფოტო იმისა, თუ რატომ არ უნდა დაუტოვონ დედებმა შვილები მამებს...

8. ცნობილი მილიონერი და პორნოვარსკვლავი სორა აოი დაინიშნა!




0
334
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0