x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
"მინდა გავაფრთხილო ყველა მშობელი, დაიცვას თავისი შვილი სანამ დროა, იმიტომ, რომ გარედან შექმნილი კეთილდღეობა ჩვენ შვილებს ვერ იცავს" - ქალბატონი ელისოს რეალური ისტორია
image

ქალბატონი ელისო, რომელიც თბილიში ცხოვრობს და 2 შვილის დედაა საერთო ნაცნობის მეშვეობით დამიკავშირდა და მთხოვა მისი ისტორია საზოგადოებისთვის მომეთხრო, რადგან თვლის, რომ ეს საჭირო და აუცილებელიც კია.

ელისო:

მოგესალმებით, ამბავი რომელზეც მინდა გესაუბროთ რამდენიმე თვის წინ ჩემს თავს გადახდენილია და მადლობა ღმერთს ასე თუ ისე მოვაგვარეთ, თუმცა მაინც ვთვლი, რომ საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ განსაკუთრებით მშობლებმა, რა რისკის ქვეშ არიან მისი შვილები და როგორ შეუმჩნევლად ეცლებიან ისინი ხელიდან.


ორი შვილი მყავს გოგო და ბიჭი, გოგო უფროსია, ხოლო ბიჭი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ჩემი გოგო ჩვეულებრივი ბავშვი იყო, სკოლა რომ დაამთავრა უმაღლესში მოეწყო და როგორც ყველა ახალგაზრდა, თითქმის მთელ დროს მეგობრებთან ატარებდა, ყველა მის მეგობარს ვიცნობდი, ამიტომ მშვიდად ვიყავი და რაც მთავარია, ჩემს შვილს ვენდობოდი. დროდადრო მეგობრები ერთად რჩებოდნენ ხოლმე ღამით ან ქალაქგარეთ მიდიოდნენ, ამაში საეჭვოს და სანერვიულოს ვერაფერს ვხედავდი, თუმცა ყველაფერი არც ისე ყოფილა, როგორც მეგონა, ჩემს შვილს ჰყავდა ერთი მეგობარი მშვიდი, წყნარი გოგო, რომელიც თითქმის ხმას არ იღებდა ან თუ რამეს იტყოდა, ისეთი ზრდილობიანი და მორიდებული იყო, რომ მიკვირდა კიდეც როგორი კარგი გაზრდილი შვილია-მეთქი, მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უშუალოდ სათქმელზე გადავალ, ერთ დღესაც ჩემმა შვილმა ღიმილით მითხრა, რომ დედიკო დროა მარტო ვიცხოვრო პატარა აღარ ვარო, სამსახურსაც ვნახავ და მეგობრებთან ერთად ვიცხოვრებო, თავიდან გამეცინა ცუდად არ მიმიღია არც გავბრაზებულვარ, უბრალოდ ვუთხარი მამაშენი რას გეტყვის მაგაზე-მეთქი, სერიოზულად არც მიმიღია, იმიტომ რომ არასდროს არაფერში ვსღუდავდი და შესაბამისად მიზეზი არ ჰქონია, რომ ცალკე გადასვლა მოსდომებოდა, საღამოს მართლაც უთხრა მამამისს ამის შესახებ, მამამისმა უარი უთხრა და აქ დამთავრდა ეს თემა ოჯახში, თუმცა იმ დღის მერე ჩემი შვილი რადიკალურად შეიცვალა, სახლში დაგვიანება და არმოსვლა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, ხან რას ვიტყუებოდი და ხან რას, რომ მამამისთან პრობლემა არ შექმნოდა, შემდეგ უხეშობაც დაიწყო, ფულის თხოვნიდან მოთხოვნაზე გადავიდა, მოკლედ, ჩემს შვილს ვეღარ ვცნობდი, გამოსავლის ძიებაში ვიყავი, როდესაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გამოჩნდა განცხადება, თავდაპირველად ფოტომ მიიპყრო ყურადღება, რომელზეც მშობლის და შვილის კომფლიკტი იყო ასახული, განცხადებაში კერძო დეტექტიური კომპანია სთავაზობდა, ადამიანებს შვილების კონტროლს, მეთვალყურეობას და შემდგომში დახმარებას, რამდენიმე დღე ვფიქრობდი დამერეკა თუ არა, შემდეგ გადავწყვიტე რომ უნდა მეცადა, დავრეკე და მეორე დღეს კონსულტაციაზე მივედი, ყურადღებით მომისმინეს გადაჭრის გზები შემომთავაზეს, მოკლედ ვისარგებლე ამ სერვისით და რამდენიმე დღეში მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ჩემი შვილი თავის "წესიერ" მეგობართან ერთად ღამეებს კაზინოში ატარებდა, ყველა ბანკისა და გარშემომყოფის ვალი ჰქონდა და ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო თავისზე ბევრად უფროს კაცზე ფულის სანაცვლოდ სხეულს ჰყიდდა, ეს იყო სიკვდილი ჩემთვის, ჩემი შვილი სახლის გარეთ სულ სხვა ადამიანი იყო სულ სხვა ცხოვრებით.

ამ ამბის გაგების შემდეგ, დეტქტივებმა მირჩიეს სიმშვიდე შემენარჩუნებინა და დაუყოვნებლივ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება დაიწყეს, ჩემს შვილს დაუახლოვდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ბინძურ გარემოს მოაშორეს, შემდგომში ფსიქოლოგიური დახმარებაც გაუწიეს, სიცოცხლის ბოლომდე მათი მადლიერი დავრჩები, იმიტომ, რომ სხვანაირად სიმართლეს ალბათ ისეთ დროს გავიგებდი, როდესაც ყველაფერი ძალიან გვიანი იქნებოდა.


ქალბატონი ელისოს მონაყოლის შემდეგ, ვთხოვე ამ კომპანიის კოორდინატები და გადავწყვიტე დავკავშირებოდი, კომპანია "ჰოლმს". სააგენტოში კონკრეტულ საქმეზე კომენტარი იქამდე არ გააკეთეს, სანამ ქალბატონი ელისოს თანხმობა არ მიიღეს და განგვიმარტეს, რომ კლიენტების კონფიდენციალურობა უპირველესია და ვერაფრის გამო ისინი ამ პირობას ვერ დაარღვევდნენ, შემდგომში როდესაც თანხმობა მიიღეს საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით მათ, საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ჩრდილში დგანან და ისე ეხმარებიან ადამიანებს. ჩვენს საუბარს ინტერვიუს სახე ექნება, რომელსაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ.



0
115
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ნალჩევანიძე
ნინო ნალჩევანიძე
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0