x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
აქ ფასები 3 მილიონიდან იწყება – ყველაზე ძვირადღირებული მანქანები მსოფლიოში

უამრავი მანქანა არსებობს, რომლიც ფასი, მხოლოდ საშუალო შემოსავლის მქონე კი არა, საკმაოდ შეძლებული ადამიანების განცვიფრებასაც იწვევს და ყველაზე ხშირად, ამ მანქანების მფლობელები, კოლექციონერები ხდებიან. ყოველი ასეთი მანქანა, სასურველი ნადავლია ნებისმიერი კოლექციონერისთვის. რატომ ნადავლი? იმიტომ, რომ ასეთი მანქანის მოპოვება, არც თუ ისე მარტივია. გარდა იმისა, რომ ძალიან ძვირი ღირს, რაოდენობაც შეზღუდულია. შეიძლება, საერთოდ, ერთი ან ორი იყოს მსოფლიოში.


image



Ferrari Pininfarina Sergio — 3 მლნ. დოლარი


image
ლამაზი და დახვეწილი Ferrari Pininfarina Sergio — ნებისმიერის საოცნებო მანქანა არის.

უიშვიათესი მოდელია, და მსოფლიოში მხოლოდ 6 Ferrari Pininfarina Sergio არსებობს. შესაძლოა, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მანქანა 3 მლნ. დოლარი ღირს.



Aston Martin Valkyrie – 3.2 მლნ. დოლარი


image
Aston Martin Valkyrie ცოტა უცნაურად გამოიყურება. მაგრამ, ტექნიკური თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს.

ავტომობილი ჰიბრიდულია და Aston Martin Valkyrie-ს 6.5-ლ. V12 ძრავა ელექტრული ტრანსმისთან ერთად მუშაობს და საერთო ჯამში, 1 000 ცხენის ძალის სიმძლავრეს გამოიმუშავებს.



W Motors Lykan Hypersport – 3.4 მლნ. დოლარი


image
რთული დასაჯერებელია, რომ W Motors Lykan Hypersport ასეთი ძვირია.

მანქანა პირველად 2013 წელს გამოჩნდა კატარის მოტორ–შოუზე და მას «პირველი არაბული ჰიპერკარი» უწოდეს. W Motors Lykan Hypersport-ის მაქსიმალური სიჩქარე 394 კმ/სთ-ია, ხოლო 100კმ/სთ სიჩქარეს განვითარება 2.8 წამში შეუძლია.



Limited Edition Bugatti Veyron от Mansory Vivere – 3.4 მლნ. დოლარი


image
Limited Edition Bugatti Veyron შეზღუდული რაოდენობით არის გამოშვებული.

მანქანა ცნობილი Mansory Vivere-ის ქმნილება არის და სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მისი სიძვირის მიზეზი. თუმცა, Limited Edition Bugatti Veyron-ი ტექნიკური თვალსაზრისითაც არ დაიწუნება – 8.0-ლ. W16 მოდელის ძრავას 1 200 ცხენის ძალას გამომუშავება შეუძლია.



McLaren P1 GTR – 4.3 მლნ. დოლარი


image
McLaren P1 GTR ცოტა ჭრელი, მაგრამ ძალიან ლამაზი არის.

ტრეკის ავტომობილს ჩვეულებრივ გზებზე მოძრაობის უფლება, ნიდერლანდებში მისცეს. McLaren P1 GTR — ძალიან სწრაფია და მისი ერთადერთი ეკზემპლარი 4.3 დოლარად გაიყიდა, სავარაუდოდ, ნიდერლანდებში.



Lamborghini Veneno Roadster – 4.5 მლნ. დოლარი



image
Lamborghini Veneno Roadster. ამაზე რას იტყვით?

მანქანის დიზაინ მთლიანად აეროდინამიკაზე და მგზავრების უსაფრთხოებაზე არის ორიენტირებული, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე – 355 კმ/სთ-ია. დაშვებულია ჩვეულებრივ გზებზე სამოძრაოდ.



Koenigsegg CCXR Trevita – 4.8 მლნ. დოლარი


image
Koenigsegg CCXR Trevita — ყველაზე ძვირიანი ავტომანქანაა, თავის კლასში.

მისი მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ია, ხოლო სიმძლავრე – 1032 ცხენის ძალა. მსოფლიოში Koenigsegg CCXR Trevita-ს მხოლოდ ორი ეკზემპლარი არსებობს.



Mercedes-Benz Maybach Exelero — 8 მლნ. დოლარი


image
Mercedes-Benz Maybach Exelero – ამ მანქანის შეძენის უფლებას, ყველა მდიდარიც კი არ მისცემს საკუთარ თავს.

ღირს თუ არა ეს მანქანა ამ თანხად, რთული სათქმელია. მაგრამ, უნდა აღინიშნოს რომ მას აქვს V12 ტიპის ძრავა, ორმაგი ტურბოდაბერვით, მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია და 0-დან – 100კმ/სთ სიჩქარის განვითარება 4, 4 წამში შეუძლია.

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageავტომობილები სუპერმოდელებად «გადაიქცნენ»
როგორ უნდა აამუშაოთ ძველი აკუმულატორი, რატომ უნდა ჩამოაცვათ წინდა მინის საწმენდს და სხვა რჩევები ავტომძღოლებს


0
236
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0